ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 13 » NASA-მ 5 პლანეტაზე წყლის ნიშნები აღმოაჩინა!    

20:15:00
NASA-მ 5 პლანეტაზე წყლის ნიშნები აღმოაჩინა!

NASA-მ 5 პლანეტაზე წყლის ნიშნები აღმოაჩინა!

  • 148
     
  •  


NASA-ს მეცნიერებმა კოსმოსის ტელესკოპით(HST) 5 პლანეტის ატმოსფეროში წყლის სუსტი ნიშნები შენიშნეს.

NASA-ს მეცნიერების ბოლო 2 გამოკვლევით მტკიცდება, რომ ამ პლანეტების ატმოსფეროში შეინიშნება ნისლი. ეს პლანეტები ჩვენი მზის სისტემაში არ არიან.

5-ივე პლანეტა, რომლებსაც წყლის ნიშნები ეტყობათ არიან ძალიან მხურვალენი და დაახლოებით იუპიტერის ზომის. როგორც მიხვდით, ეს პლანეტები ჯერ-ჯერობით  არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ მათზე სიცოცხლე გაჩნდეს. თუმცა მათ ატმოსფეროებში წყლის ნაშთების პოვნა წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია პლანეტების ძიებაში, რომლებზეც შესაძლოა სიცოცხლე გაჩნდეს.

ავი მანდელმა, ნასას მეცნიერმა განაცხადა:
"ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ამ რამოდენიმე პლანეტაზე წყლის ნაშთები აღმოვაჩინეთ. ეს გამოკვლევები საშუალებას გვაძლევს კარგად შევადაროთ თუ როგორ მდგომარეობაშია წყალი სხვადასხვა სახის ექსოპლანეტებზე(მზის სისტემის გაღმა არსებული პლანეტა), მაგალითად შევადარებთ ცივსა და გაცხელებულ პლანეტებს.”

2 მეცნიერების გუნდი შეიკრიბა და ისინი ამ "ცხელ იუპიტერებს” აკვირდებოდნენ ტელესკოპით(Hubble’s Wide Field Camera 3). ეს ექსოპლანეტები შემდეგი სახელებით არიან ცნობილები: WASP-17b, HD209458b, WASP-12b, WASP-19b და XO-1b.

ხუთივე ექსოპლანეტის ატმოსფეროში ნაპოვნია სუსტი წყლის ნიშნები. ყველაზე დიდი ნიშნები აღმოაჩნდა WASP-17b-სა და HD209458b-ს.

"გამოაშკარაავო ექსოპლანეტის ატმოსფერო, ეს ურთულესია. თუმცა ჩვენ მათ ატმოსფეროებში შევამჩნიეთ ნათელი სიგნალი და ეს წყლის ნაშთები იყო.” – განაცხადა დრეიკ დემინგმა, მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა და ნასას მრავალი გამოკვლევის ხელმძღვანელმა.

წყალი მიჩნეულია მრავალი ექსოპლანეტის ატმოსფეროს მთავარ შემადგენელ ნაწილად და მისი ნაშთები სხვა გალაქტიკებშიც არის აღმოჩენილი. თუმცა ეს უკანასკნელი მიგნება გამოკვლევების ისტორიაში მეცნიერებს პირველად აძლევს საშუალებას დაწვრილებით შეისწავლონ მათი ატმოსფეროს შემადგენელი ნივთიერებები.

წყლის ნიშნები ნაკლებად ინტენსიურია, ვიდრე მეცნიერები ელოდნენ, თუმცა ეს იმის ბრალია, რომ ხუთივე "ცხელი იუპიტერი” გარშემორტყმულია მტვრის ნისლით.

ჰეაზერ ნათსონმა, კალიფორნიის ინსტიტუტის პროფესორმა და დემინგის ნაშრომების თანაავტორმა განაცხადა:
"ეს უკანასკნელი გამოვკლევები, სხვა Hubble ტელესკოპით ჩატარებულ გამოვკლევებთან ერთად, გვიჩვენებს, რომ რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩვენთვის, სამყაროში არის მრავალი ექსოპლანეტა, რომელთაც ატმოსფეროს ძირითადი შემადგენელი ნაწილი წყალი არ არის, ან მათ ატმოსფეროში წყალი საერთოდ არ არის. "ცხელი იუპიტერების” მსგავსად, სხვა ექსოპლანეტებს ატმოსფერო გარშემორტყმული აქვთ მტვრის ნისლით და წყალს ატმოსფეროში შედარებით მცირე ადგილი უკავია.”

ეს გამოკვლევა, რომლის ლიდერიც ავი მანდელა იყო, The Astrophysical Journal-ში 3 დეკემბერს დაიბეჭდა.



წყაროhttp://ucnauri.com/
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 1948 | დაამატა: vaxo2000 | ტეგები: ნასა | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 zaza123   (14.12.2013 18:34:07) [მასალა]
იჩერჩეტეთ ხო იჩერჩეტეთ

0   Spam
1 nanohunt2000   (14.12.2013 17:41:56) [მასალა]
23 23 23

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика