მწვანე ფერი ბუნების და ბუნების სამყაროს სიმბოლოა.
მწვანე ასევე სიმბოლოა სიმშვიდის, წარმატების, ჯანმრთელობისა და ეჭვიანობის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მწვანე ფერს კითხვის უნარის გაუმჯობესება შეუძლია. ამის დასამტკიცებლად შეგვიძლია ცდა ჩავატაროთ , თუ წიგნის ფურცელზე გამჭირვალე მწვანე ფურცელს დავაფარებთ, ბევრად უფრო სწრაფად შევძლებთ წაკითხვას.
მწვანე ფერს აქვს დამაწყნარებელი უნარი. მაგალითად, როცა სტუმრებს სატელევიზიო შოუში იწვევენ, ჩაწერის წინ მწვანე ოთახში სვავენ.
მწვანე ფერს შეუძლია ადამიანს სტრესის მოხსნასა და განკურნებაში დაეხმაროს. დადგენილია, რომ ადამიანები, რომელთა სამუშაო გარემო მწვანე ფერისაა, ნაკლებად ავადდებიან.