ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 7 » ალყაში მოქცეულები    

21:56:32
ალყაში მოქცეულები



კოალას ბუნებრივი ქცევაა, ჩაეხუტოს დედას ან მომვლელს. ისინი არავის გვანან. ქვეყნის ეს ფაფუკი სიმბოლო და პლანეტის ერთ-ერთი უსაყვარლესი ცხოველი - კრიზისულ მდგომარეობაშია. ისინი ევკალიპტის ხეებს კარგავენ... სანამ ავსტრალიაში ევროპელები დასახლდებოდნენ, აღმოსავლეთ სანაპიროზე, ევკალიპტისა და ავსტრალიური კვიპაროზის ტყეებში რამდენიმე ათეული მილიონი კოალა ბინადრობდა. ამ ტყეების თითქმის ორი მესამედი გაიჩეხა. კოალას პოპულაციის რიცხოვნობის შეფასება არასრული და საკამათოა, მაგრამ ფაქტია, რომ კლებულობს. დღეს, შესაძლოა, 100 000-ზე ნაკლებიც იყოს. ურბანიზაციამ ახალი პრობლემები შექმნა: დაიკარგა საარსებო გარემო და გავრცელდა დაავადებები. კოალების გასაჭირს ძაღლები და გზატკეცილებიც დაემატა. "ღობეებში გაჩხერილ კოალებს ძაღლები გლეჯენ, გზებზე მანქანები ჭყლეტენ ან კვდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ სახლის პატრონმა ეზოში ევკალიპტები გაჩეხა". – ამბობს კოალების ერთ-ერთი კვლევის წამყვანი სპეციალისტი დიედრი დე ვილიერზი. იგი 15 წლის განმავლობაში აკვირდებოდა კოალებს, მონიტორინგს უწევდა მათ პოპულაციას და სწავლობდა მათი რიცხოვნობის კლების მიზეზებს. დეიდრი დე ვილიერზი კოალას განსაცდელს პირად ტრაგედიად აღიქვამს. დღისით ის კოალების რესპექტაბელური მკვლევარია, საღამოს კი - მათზე გადამკვდარი დედობილი. დე ვილიერზი ერთდროულად ხუთ კოალას უვლის, ორ დღეში ერთხელ კოალას ძირითად საკვებს - ევკალიპტის ფოთლებს იქვე ახლოს, პლანტაციებში აგროვებს. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში მან სამოცზე მეტი ცხოველი გაზარდა. ერთ დილას დე ვილიერზი სამსონვეილის ტბის მახლობლად ხშირ ტყეში ველური მდედრი კოალა ტი ვის დასაჭერად გაემართა. ამ კოალას იგი უკვე წელიწადზე მეტია აკვირდება. ცოტა ხნის წინ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის დეპარტამენტმა რამდენიმე კოალა ტი ვის საბინადრო ტერიტორიაზე გადაიყვანა. დე ვილიერზს აინტერესებს, რა გავლენას მოახდენს ეს კოალას ადგილობრივ პოპულაციაზე. დეიდრი ბუჩქებში მიიკვლევს გზას და მიმღებით კოალას რადიოგადამცემი საყელოდან წამოსულ სიგნალს აყურადებს. „ვხედავ, ვხედავ!" - იძახის ვილიერზი. ზუსტად მის თავზე, 15-იოდე მეტრის სიმაღლეზე მოზრდილი ბურთისოდენა რუხი გუნდა სქელქერქიანი ევკალიპტის ტოტზეა მიხუტებული. მაღლა ფოთლებში ჩამალული კოალას დაჭერა ძალიან ძნელია. ჯერ დაგორგლილ თოკს უზარმაზარი შურდულით ისვრიან. თოკი კოალასთან ახლოს, ხის ტოტზე უნდა დაეკიდოს. ამას რამდენიმე ცდა ჭირდება ხოლმე. თოკზე ტროსია გამობმული, მას მაგრად გადაჭიმავენ ტოტზე და მიწაზე დაამაგრებენ. შემდეგ, ხეს ათმეტრიან კიბეს მიადგამენ. კიბეზე ვინმე უნდა ავიდეს ჭოკით ხელში, რომელზეც დროშასავით რაიმე ნაჭერია მიმაგრებული და აკრობატივით აუყვეს ტროსს კენწეროსაკენ. ეს „ვინმე", რა თქმა უნდა, ვილიერზია. ალპინისტივით ჩაცმული, იგი კოალას სიმკვირცხლით მიცოცავს ხეზე. შემდეგ ტოტზე ჩამოკიდებული კოალას თავზე „დროშას" უფრიალებს, რაც აღიზიანებთ კოალებს და ტი ვიც ხის მერქანზე ინაცვლებს. ტი ვი შეშინებულია და ქვემოთ მოიწევს. მიწიდან უკვე ექვს მეტრზეა, როდესაც ხიდან ხტება და მიწაზე ვარდება. სწრაფად იჭერენ საბნით. ის განწირული ხმით კივის, იკაწრება და იკბინება. ტი ვის დამამშვიდებელს უკეთებენ და დე ვილიერზი მუშაობას იწყებს: ზომავს კოალას სიგრძეს, ქალის სიგანეს, უსინჯავს კბილებს, წონის და ამოწმებს ბეწვის სირბილეს. "მგონი, პატარა ჰყავს!" თითს ქვემოთ ჩანთაში მიაცურებს, პირს უხსნის და იქიდან ფრთხილად ამოჰყავს ათსანტიმეტრიანი, ბრმა, ტიტველი „უცხოპლანეტელი", ბოლომდე ჩამოყალიბებული, სამართებელივით ბასრი ბრჭყალებით. დე ვილერზი ფაქიზად სინჯავს ჩვილს და ჩანთას, რომ დაავადების ან ანომალიის რაიმე ნიშანი არ იყოს. შემდეგ პატარას ფრთხილად აბრუნებს უკან, მძინარე დედის ჩანთაში. "სანამ ჯანმრთელი პატარები ჯერ კიდევ იბადებიან, ჩვენ იმედს არ ვკარგავთ", - ჩურჩულებს ის. ვრცლად მარკ იენკინსის ამ სტატიას ჩვენი ჟურნალის ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ. ჟურნალის გამოწერისთვის დააწკაპუნეთ აქ.



წყაროhttp://www.nationalgeographic.ge/wm.php?page=magazine&category=128&id=167&fotocat=131#8
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 2459 | დაამატა: dudu-duda | ტეგები: მოქცეულები, ალყაში | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 mere   (08.11.2013 01:29:29) [მასალა]
gimili

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика