პატარა გოგონა, თავისივე სახლის სასტუმრო ოთახიდან, გაძვრა გისოსებში, იმისათვის, რომ ენახა მოდიოდნენ უ არა მშობლები
სახლში, მაგრამ გოგონას გისოსები თავი გაეჭედა 70 მეტრის სიმაღლეზე.
ინციდენტი მოხდა ქალაქ დაეში, ჰუბეის პროვინციაში, ცენტრალურ ჩინეთში. სურათებზეა ამ ინციდენტის ამსახველი მომენტები, რომელსაც გადმოსცემს ჩინეთის ნაციონალური ტელევიზია, ჩანს, რომ გოგონამ როგორღაც გისოსებში ტანი გამოაძვრინა, ხოლო თავი გაეჭედა. მეზობლებმა ხუთი წლის გოგონას საშველად მაშველები და მეხანძრეები გამოიძახეს.
როგორც ჩანს მშობლებმა სახლში მარტო დატოვეს 5 წლის გოგონა, ამისათვის გოგონამ გადაწყვიტა ფანჯრიდან გადამძვრალიყო და გაეხედა ბრუნდებოდნენ თუ არა ისინი სახლში, გოგონა 24 სართულზე, 70 მეტრის სიმაღლეზე ცხოვრობდა, თავის გაჭედვის შემდეგ გოგონამ ტირილი მორთო, რის შემდეგაც მეზობლებმა დაინახეს გოგონა და სასწრაფოდ გამოიძახეს სპეციალური სამაშველო ბრიგადა.
პოლიციელები მეხანძრეები და სახანძრო უმალვე მივიდა საცხოვრებელ სახლთან გადაძვრნენ მეზობლის სახლიდან და გოგონას ბალანსირებაში მიეხმარნენ, შემდეგ როგორღაც შეძლეს ბავშვი უკან შეეძვრინათ სახლში.