წარმოგიდგენთ მსოფლიოსი ულამაზესი ჩიტების სურათების კრებულს. მართალია მსოფლიოში ათასობით სხვადასხვა სახეობის ჩიტია და ყველა თავისებურად ლამაზია, მაგრამ როგორც ყველგან დ ა ყველაფერში ესეც შედარებითია და ამ პოსტში შეკრებილია ულამაზესი ჩიტები.
ყველაზე პატარა ფრინველი კოლიბრია. ზოგი მათგანი იმდენად პატარაა, რომ ,,ფრინველ-ბუზს” უწოდებენ. ასეთი ჩიტუნია 2გრამზე მეტს იწონის. კოლიბრს ყველაზე ლამაზ ფრინველად თვლიან დედამიწის ზურგზე. სილამაზის გამო ხალხი მას ხან ,,მზის სხივს” უწოდებს, ხან – ,,ტყის ვარსკვლავს”, ხან – ,,ცეცხლოსანს” და სხვა. ერთ-ერთი კოლიბრის ქოჩორი მუზარადს წააგავს, ამის გამო მას ,,მუზარადიანი კოლიბრი” შეარქვეს. ზოგს ისეთი წვეტიანი ნისკარტი აქვს, რომ ნემსი გეგონებათ. ამიტომაა, რომ მტაცებელი ფრინველებიც კი გაურბიან. კოლიბრის გული სამჯერდიდია მის კუჭზე. ასეთი დიდი ზომის გული არც ერთ სხვა ფრინველს არ გააჩნია.
ამერიკული კირკიტა – როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ეს არის ყველაზე დახვეწილი და პატარა მტაცებელი ფრინველი.
ატლანტიკური ბლაგვი – ეს ფრინველები იკვებებიან პატარა თევზებით და სხვა ზღვის პატარა ცხოველებით. დაფრინავენ ჯგუფებად. ბინადრობენ ჩრდილოეთ ატლანტიკის სანაპიროებზე.
სამეფო წერო – ეს ძალიან რომანტიკული ფრინველია. მისი ბინადრობის ადგილი სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკა გახლავთ.
წითელი კარდინალი – შესანიშნავი ფრინველი, რომელიც ბინადრობს აშშ-ს აღმოსავლეთ შტატებში, ასევე კანადასა დ ა მექსიკაშიც. მისი შეფერილობა - ჟოლოსფერი შავი ლაქით ნისკარტთან.
ალკუნი, ფართოდ გავრცელებული – გადაადგილდება მხოლოდ ფრთების საშუალებით, ფეხები ზალიან მოკლე აქვს და ამიტომაც ვერ გადაადგილდება მიწაზე. ზუსტად ასეთი ხმა აქვს "ტიპ-ტიპ-ტიპ”.
წითელი არა – თუთიყურშების მეფე. მათზე ნადრობდნენ ინდიელები, იყენებდნენ საკვებად, მის ბუმბულს კი ისრად და ადამიანის მოსართავად.
მანდარინკა – იხვების ოჯახის წარმომადგენელი ჩიტი. იგი ფრენეს სწრაფად და მანევრულად. მათზე ნადირობა აკრძალულია. ისინი შეყვანილები არიან წითელ წიგნში.
სამოთხის ტანაგრა – ბნადრობს აღმოსავლეთ კოლუმბიაში, ბოლივიაში, ბრაზილიაში, ფრანგულ გვიანასა და გაიანეზე. აქვს სპეციფიური შეხედულება.
ფარშევანგი – ეს ერთადერთი ფრინველია ჩვენს ”ტოპ-10-ში”, რომელიც ადამიანს ყავს მოშინაურებული.