სანადირო თოფის ფასს მისი ღირსებები განსზღვრავენ .
ეს ღირსებებია :
1.მხატვრული 2.ტექნიკური 3. ბალისტიკური
ამ ღირსებათა ერთობლიობაში ყველაზე მეტად თოფის ფასზე ზეგავლენას
მხატვრული ღირსებები ახდენენ . ტექნიკური პროგრესის საუკუნეში , როგორადაც
მეოცე საუკუნე აღიქმება , ბევრი საგანი , რომელიც ტექნიკურ პროგრესის
შედევრებს შეიცავს , ძალზე იაფ საგნად იქცა იმის გამო , რომ მის
დამზადებაში ადამიანის შრომის მინიმალური რაოდენობაა ჩადებული . მაგალითად
საათს , რომლის გამოც ერთი საუკუნის წინ კაცს კლავდნენ , ეხლა ერთი კილო
ხორცის ღირებულებაც არ აქვს . სანადირო თოფის ღირსებათა
განხორციელებაში - მხატვრული , ყველაზე მეტ ხელით შრომას მოითხოვს .
სოციალურ აფეთქებათა მთელმა ჯაჭვმა , რომელსაც მე-19 და მე-20 საუკუნეები
მოიცვა , ის მოიტანა , რომ ყველაზე ძვირათღირებული ,ესაა შემოქმედებით
შრომასთან შერწყმული ხელით შრომა . ამჟამად სანადირო იარაღის
ბაზარზე ასეთი მდგომარეობაა : ყველაზე მაღალი მხატვრული , ტექნიკური და
ბალისტიკური მონაცემების თოფის ფასი 100 000 დოლარს აღწევს , ხოლო დაბლისა
150 დოლარია . როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან მაღალი კლასის
თოფი , დაბალი კლასის თოფისგან ??? დავიწყოთ იმ ღირსებებით , რომელთა
შეფასება ვიზუალურად შეიძლება .
მხატვრული და ტექნიკური ღირსებების დადგენა :
მხატვრული და ტექნიკური ღირსებების დადგენამდე უნდა გავიხსენოთ , რომ
სანადირო თოფების კლასიფიკაციის სხვადასხვა პრინციპები არსებობს . სანადირო
თოფებს ერთმანეთისგან განასხვავებენ :
1 . ლულების კალაპოტთან
შეერთების ხასიათით : არის თოფები , რომელთა კალაპოტი და ლულები ერთმანეთს
შორდება , არის თოფები რომლებიც არ იშლება . 2. ლულების შიდა ზედაპირით : გლუვლულიანი და კუთხვლულიანი. 3. ლულების რაოდენობით : ცალლულიანი , ორლულიანი , სამლულიანი და ოთხლულიანი . 4. დამცემი მექანიზმის განლაგებით : ჩახმახიანი და უჩახმახო .
5. ლულაში ვაზნის მოთავსების მექანიზმით : ხელით დასატენი , ავტომატური ,
ნახევრადავტომატური და ე.წ. პომპიანი - მოძრავი ტიბჯირის საშუალებით .
თოფის შეძენისას მონადირემ უნდა გაარკვიოს თუ რა მოთხოვნილებებს
უყენებს თოფს , რა მიზნებისათვის უნდა იგი . აქ რამდენიმე ვარიანტია
მოსალოდნელი . მონადირეს თოფი უნდა : რიგითი ნადირობებისათვის , ნებისმიერი
ამინდში სატარებლად ; აქვს უბრალო იაფფასიანი და უნდა ქონდეს მეორე . უფრო
უკეთესი , რომლითაც ხანდახან წავა სანადიროთ ; ძვირფასი , მაღალი კლასისა ,
რათა დაიკმაყოფილოს ესთეტიკური მოთხოვნილებები , ახლობლის , მეგობრის ანდა
საპატივცემულო პირის დასასაჩუქრებლად , უნდა როგორც ნივთი მატერიალური
ქონების დასაგროვებლად , თუ შესანახად . ამ მიზნების უკეთ
დასაკმაყოფილებლად გასათვალისწინებელია ის , რომ სანადირო თოფები მხატვრული
და ტექნიკური ღირსებათა დონის მიხედვით არიან: 1.სტანდარტული 2. ცალობითი 3.ლუქსი 4.ექსტრა ლუქსი, ფაქტობრივად ანტიკვარული.
სტანდარტულ თოფებს
განეკუთვნება ის თოფები , რომელთა ყველა ნაწილი მანქანური წესითაა
დამზადებული და ხელით შრომა მინიმუმამდეა დაყვანილი . ხელით , მხოლოდ
აწყობა - მორგება ხდება . მექანიზმი ენსონ - დილეის სისტემისაა . მხატვრული
გაფორმება ამ თოფებს არ გააჩნიათ , თუ არ ჩავთვლით რამდენიმე კლაკნილ ხაზს
, წრეხაზს ან წნევის ქვეშ ამოტვიფრულ ცხოველების გამოსახულებას. ნაწილები
უხეშადაა მორგებული . ტყვისსა და საფანტის მიტანა მათ შეიძლება ჰქონდეთ
ძალიან კარგი , კარგი , საშუალო და ცუდი . ეს შემთხვევაზეა დამოკიდებული ,
თუ როგორი ეგზემპლიარი მოგხვდებათ ხელში . ასეთი თოფების ექსპლუატაციის
ხანგძლივობა მცირეა . ისი 5-10 წლის ხმარების შემდეგ მოირყევიან ხოლმე .
აქედან გამომდინარე , ეს თოფები ყველაზე იაფი ღირს. ცალობითი თოფი
შედარებით მეტი ხელით შრომითაა შექმნილი . აქვს კაკლის კონდახი და უკეთესი
მხატვრული გაფორმება . ისინი ენსონ - დილეის სისტემისაა , არასრული
საკეტებით , ან სრული საკეტების იმიტაციით. ცალობითი თოფების ფასები
მინიმუმ 2-ჯერ აღემატებოდა სტანდარტულებისას. ლუქსი კლასის
მქონე თოფები შეიაძლება იყოს ენსონ - დილეის ანუ არასრული საკეტებით ,
სრული საკეტების იმიტაციის , ან სრული საკეტებით , ჰოლანდ - ჰოლანდის
სისტემის ან სხვა . მხატვრული გაფორმება ამ თოფებისა მაღალ დონეზეა .
გრავირება შეიძლება იყოს ინგლისური ტიპისა და ნადირობის სცენებით . ინგლისური ტიპის გრავირება წარმოადგენს არაბესკების ჯგუფს , კლაკნილ ხაზებს ან ყვავილების თაიგულის გამოსახულებას .
გრავირება
ნადირობის სცენებით შეიძლება იყოს განხორციელებული მეტალზე გაკაწვრით ან
მასზე რელიეფური გამოსახულებების მოთავსებით . ეს უკანასკნელი უფრო
შრომატევადია და მეტად ფასდება .
კაკლის ხის კონდახი შეიძლება იყოს მოჩუქურთმებული . სოლიდური ფირმები ,
ისეთები , როგორებიცაა ჰოლანდ-ჰოლანდი , ჯეიმს პერდე , ლებო , ხის მხატვრულ
გაფორმებას გაურბიან . ამ თოფებს ხშირად აქვთ ყუთი , რომლებშიც თოფის
ლულების და კონდახის გარდა მოთავსებულია დასაზეთი და გასაწმენდი საგნები ,
შომპოლი , ვაზნა კაპსულის გარეშე - ჩახმახის დასაცემინებლად .
ლუქსი კლასის თოფის ლულები საგულდაგულოდ აირჩევა და მოწმდება . მათი მიტანა საუკეთესოა და ხშირად დასტურდება სათანადო დოკუმენტით . საბჭოთა თოფებიდან ლუქსს განეკუთვნებოდნენ : TC – 1 , TC -2 , МЦ – 9 , МЦ – 11, МЦ – 109 , МЦ – 111 .
უცხოური თოფებიდან ლუქსს განეკუთვნებიან რევოლუციამდე შემოტანილი
ინგლისური , ბელგიური და ფრანგული თოფების დიდი ნაწილი , გერმანული თოფების
მცირე ნაწილი მაგალითად : მერკელის 303 E მოდელი , ზიმსონის მოდელი
"მონტეკარლო” , ზაურის 29 C მოდელი. ექსტრალუქსი თოფები
ფაქტიურად საკოლექციო ნივთებია . მათი მხატვრული გაფორმება ვირტუოზულია .
მათში შეიძლება გამოყენებული იქნეს ოქრო , ვერცხლი, სადაფი , სპილოს ძვალი
და ძვირფასი ქვები . დამცემ - სასხლეტი მექანიზმი კოროზიისაგან დაცვის
მიზნით მოოქროვილია . თოფი დევს უნიკალურ სქელი , ნატურალური ტყავისაგან
დამზადებულ ყუთში . მათ წინა კლასების თოფებისაგან განსხვავებით ერთი
მნიშვნელოვანი ნიშანიც განასხვავებს : ისინი საყოველთაო აღიარებული
ფირმების ნახელავებია . ეს თოფები უმეტეს შემთხვევაში მატერიალური დოვლათის
დაგროვების , მიღებისა თუ გადაცემის , ანგარიშსწორების საშუალებებია .
ბევრმა მათგამნმა შეიძლება ათეული წლების განმავლობაში ისე გამოიცვალოს
რამდენიმე პატრონი , რომ არცერთმა მათგანმა იგი ერთხელაც არ გაისროლოს .
თუ ვინმეს გაქვთ "ექსტრა ლუქსის" თოფები გაგვიზიარეთ რათა დავტკბეთ მათი სილამაზით :)
წყარო: http://ochopintre.ge
|