მწყრის ხორცი შეიცავს 21–22% ცილას, 2,5–4,0 % ცხიმს. ქიმიური შემადგენლობით მწყრის ხორცი მიეკუთვნება დიეტურ პროდუქტს. იგიშეიცავს ბევრ ვიტამინს – A, B1, B2 მიკროელემენტებს (რკინა, კალიუმი, კობალტი, სპილენძი), ანუ უფრო მეტს, ვიდრე ქათმის, ღორის ან საქონლის ხორცი. მწყრის ხორცს აქვს შეუცვლელი ამინომჟავები (ლიზინი, ცისტინი, მეთიონინი, ტიროზინი). ტიროზინი, როგორც ცნობილია ხელს უწყობს პიგმენტების წარმოქმნას, ამიტომ კანს ჯანსაღ შეფერილობას აძლევს. ნახშირწყლების შემცვლელი ცილა ოეომუკოიდი, რომელსაც შეიცავს მწყრის ხორცი, ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების შემცირებას. მწყრის ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობით ლიზოციმს, რომელიც აფერხებს არასასურველი მიკროფლორის (მიკრობების) გამრავლებას, ამიტომ იგი ინახება ხანგძლივი დროის განმავლობაში და განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ორგანიზმის აღმდგენ ფუნქციაზე, პოტენციაზე. მწყრის ხორცის მიღება რეკომენდირებულია ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა ბრონქული ასთმა, ქრონიკული პრევმონია (ფილტვების ანთება), ტუბერკულიოზი, დიაბეტი, კუჭის წყლული, გულისდაავადება, ღვიძლის, თირკმლის დაავადების დროს. ასევე მატებს ტონუსს და ამაგრებს ძვლებს. მწყრის ხორცი რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც რადიაციული დასხივება აქვს მიღებული. იგი იმდენად გემრიელია რომ ბავშვები სიამოვნებით მიირთმევენ მოხარშულსაც და შემწვარსაც. ის ძალიან სწრაფად მზადდება, რაც სასიხარულოა ყველა დიასახლისისთვის.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!