მონადირეების საყურადღებოდ - გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ექსპერტებსა და მეცნიერთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მიიღო გადაწყვეტილება გადამფრენ ფრინველზე - ტყის ქათამზე ნადირობის ვადის 1 მარტამდე გაგრძელების თაობაზე. "აღნიშნული სახეობის ფრინველზე ნადირობა დაშვებული იყო ყოველი წლის 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე და ითვალისწინებდა მათ მოპოვებას გადაფრენის დროს (დღეში 7 ფრინველის ოდენობით) და არ ითვალისწინებდა ამ სახეობის მოზამთრე ფრინველზე ნადირობას. ამასთან, ამ სახეობის მოზამთრე ფრინველთა რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე მიგრანტისა. შესაბამისად, ტყის ქათამზე ნადირობის ვადა გაგრძელდა პირველ მარტამდე, ხოლო მისი მოპოვების დღიური ოდენობა განისაზღვრა
არაოფიციალური, სანდო წყაროებით გადამოწმებული ინფორმაციით, რამოდენიმე დღის უკან, შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა შიდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ის თანამშრომელი, რომელიც მხილებული იქნება ბრაკონიერობაში, განთავისუფლებული იქნება სამსახურიდან. ამ ბრძანების გაცნობაზე, ყველა პოლიციელმა მოაწერა ხელი. ეს ყველაფერი, ლოგიკურად, გარემოს დაცვის მინისტრის მიერ, შინაგან საქმეთა მინისტრთან მიღწეული შეთანხმებაა, და ეს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია.
კომპანია Realtree-მ სპეციალური დიზაინის ტანსაცმელი შექმნა, რომელიც პიროვნებას თითქმის შეუმჩნეველს ხდის; ის იმ ფონს ირეკლავს, რომელშიც ხართ. სამოსი მონადირეებისთვისაა, სხვადასხვა შეფერილობის წყალობით გარემოში ჩამალვას ადვილად მოახერხებთ. ფოტოგრაფებმა სარეკლამო ფოტოსესია მოაწყვეს - შედეგი მართლაც შთამბეჭდავია. მისი დიზაინის სრულყოფას 25 წელი დასჭირდა.
მონადირეებისგან გავრცელებული ინფორმაციით, პალიასტომის მიმდებარე ტერიტორიაზე მონადირეებს გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლები მასობრივად აჯარიმებენ დიდი ოდენობის თანხის ჯარიმებით. ეს შეეხებათ სანადირო იარაღზე ფარებ დამაგრებულ, ელექტროსატყუარით მონადირე და საერთოდ ამ ტერიტორიაზე აწყობილი იარაღით მყოფ მონადირეებს. კარგია რომ ამ ქვეყანაში კანონის აღსრულება იწყება, კარგია რომ ბრაკონიერულ საშუალებებს ვებრძვით, თუმცა ამ ყველაფერში საგანგაშო ის არის რომ რეჟიმის დარღვევაზე წერენ ოქმებს იმ ადგილებში, სადც არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი ან ფირნიში არ არსებობს, რომ იქ ნადირობა აკრძალულია, რომ ეს კოლხეთის ეროვნული პარკის დაცული ტერიტორიაა. კოლხეთის ეროვნული პარკი ერთიან საზღვარში არ არის მოქცეული, არამედ ის ერთმანეთისგან დაშორებული რამდენიმე ტერიტორიის ერთობლიობაა. მისი ზუსტი საზღვარი
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, მოსახლეობის წინადადებების გათვალისწინებით და ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებები შეიტანა.
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), რომლის ღირებულება ანუ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებლის ოდენობა სანადირო სეზონზე შეადგენს 10 ლარს. აღნიშნული გადასახადის (10 ლარის) გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - 220 101222, ანგარიშის ნომერი №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი - 3033. სახაზინო კოდს წინ ემატება 3 და იმ
თევზჭერის წესების დარღვევისთვის კანონი მკაცრდება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, ხვალ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, მინისტრი ხათუნა გოგალაძის და პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
8 და 9 ივნის (ხვალ და ზეგ)თბილისში იპოდრომის ტერიტორზე გაიმართება მონადირე ძაღლების გამოფენა, შაბათს ინგლისურ სეტერს, პოინტერის, მდეევრების ჩატარდება, კვირას კონტინენტალურების იქნება, მოკლედ არ დაიზაროთ და მოდით ხვალ და ზეგაც... დაესწარით ამ არაჩვეულებრივ სანახაობას, გავიხაროთ კარგი ჯიშიანი ძაღლების ცქერით და ერთმანეთის ნახვით.
18-19-20 მაისს, საქართველოს ძაღლით ნადირობის საზოგადოების ინიციატივით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ლევან ციციშვილის სახელობის მემორიალი მეთოთხმეტედ ჩატარდა.
2013 წლის 30 მაისს - 2 ივნისს თურქეთის ქალაქ ბურსაში, "Tuyap"-ის საერთაშორისო საგამოფენო და კონგრეს-ცენტრში ჩატარდება რიგით მე-5 გარე სპორტული თამაშების, ნადირობის, სროლის, თევზაობის, ალტერნატიული ტურიზმის, სატრანსპორტო, საზაფხულო სპორტული თამაშების, სპორტული ტანსაცმლის, ქარავანის და კარვების საერთაშორისო გამოფენა - BURSA NATURE, HUNTING 2013.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისი თანმდევი 46 კანონპროექტი.ცვლილებების თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტრო რეორგანიზებული იქნება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ, ხოლო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - ენერგეტიკის სამინისტროდ. გარემოს დაცვისა და
"ცხოველთა სამყაროს შესახებ” კანონპროექტით, ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ სამონადირეო მეურნეობებში. უკანონო ნადირობა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველებზე ნადირობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
შოთიკო მარგალიტაძე " shotka" თბილისის თასის გათამაშებაში მეორე ადგილს დაეუფლა.. შოთიკო მარგალიტაძე ჩვენი საიტის საპატიო წევრი და მოდერატორი, კაი ჩუბინი და კაი მონადირე სიმღარაზე რო არაფერი ვთქვათ, თბილისის თასის გათამაშებაში , სასტენდო სროლაში მეორე ადგილის მფლობელი გახდა რომელიც ჩატარდა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებულ სასროლეთში. მან 109 ქულით მეორე ადგილს დაეუფლა და პირველ ადგილს მხოლოდ ერთი 1 ქულით ჩამორჩა, ვულოცავთ ამ კაი გურულ , კაი
2 და 3 თებერვალს ''საქართველოს პოინტერ კლუბი'' აწყობს მეძებრების საველე გამოყვანა-დათვალიერებას FCI წესებით.(გაშვებულ ხოხობზე) ღონისძიების სტატუსი-არაოფიციალური.
გამოყვანა-დათვალერებაზე მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის მეძებარს. FCI ფორმის საგვარეულოს ქონა სავალდებულო არ არის. ბრიტანული და კონტინენტალური მეძებრების გამოყვანა-დათვალერება ტარდება ცალ-ცალკე. თითოეულ დღეს გამოყვანა-დათვალერება ჩატარდება ფორმატით: 1-სოლო, 2-წყვილები. ექსპონენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ორივე დისციპლინაში სურვილისამებრ. წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულო არაა. კენჭისყრა ჩატარდება ადგილზე. თითოეულ მონაწილეზე გადასახადი შეადგენს 30 დან 50 ლარამდე (ხოხბის ფასის შესაბამისად)-გამოსვლების რაოდენობის მიუხედავად გამოყვანა-დათვალერების ზუსტი ადგილი,დრო და დანარჩენი დეტალები დადგინდება შემდეგი კვირის დასაწყისში.
იმსაჯებს ბ-ნი ს.შაგინოვი.
საკონტაქტო პირი: გიორგი კუხალეიშვილი მობ. 5 93 60 30 40
2013 წლისთვის მზადდება ქართულ-უკრაინული ექსპედიცია "ლაზისტანი 2013", რომლის ერთერთი ძირითადი მიზანი თურქეთის ტერიტორიაზე ჩაქირას მოძიებაა. თუმცა ჯერჯერობით ინფორმაციის სიმწირე იგრძნობა.თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობთ ამ თემასთან დაკავშირებით,თუნდაც მცირედს დაწერეთ. არ იქნება ურიგო, მოვიკითხოთ ჩვენ-ჩვენ ნათესავებში,მეგობრებში,ახლობლებში,ნაცნობებში თუ ... ამ ძაღლის შესახებ ინფორმაცია. უფრო გურია-აჭარის რეგონში, თურქეთშიც. შეიძლება ჯერ კიდევ არის შანსი რომ გადარჩეს ეს ჯიში. ამ ძაღლის შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესში, უკვე ძალიან ბევრმა მონადირემ გამოთქვა სურვილი იყოლიოს ჩაქირას ლეკვი, თუნდაც მარტო იმისთვის რომ საქართველოს მომავალ თაობას გადავურჩინოთ ეს უნიკალური ჯიშის მონადირე ძაღლი. დაწვრილებითი ინფორმაცია ფორუმში http://www.bazieri.ge/forum/15-525-1
სანკტ-პეტერბურგში ტარდება პირველი რეგიონალური შეჯიბრება იხვისა და ბატის ხმოვანი საყვირების გამოყენებაში
Первые Межрегиональные соревнований по имитации и подражанию голосам кряковой утки и белолобого гуся с помощью духовых манков.
1го декабря в Санкт-Петербурге будут проходить Первые Межрегиональные соревнований по имитации и подражанию голосам кряковой утки и белолобого гуся с помощью духовых манков. Место проведения-ул. Смольного д.3 Выставочный зал "Смольного"
სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტო" წარმოგიდგენთ შ.პ.ს. "ალაზნის ჭალაზე”-ზე 20 წლის ვადით გაცემული #0014 სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის პირობების შესაბამისად შემუშავებულ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას საჯარო განხილვისთვის.
26 მაისს გელათის წმინდა ტაძარში დაბრძანდა მონადირეთა და მეთევზეთა მფარველი ხატი. რომელიც ბაზიერელთა ინიციატივით შეიქმნა , მამაომ აკურთხა წმინდა ხატი და ბაზიერელების ჯანმრთელობის პარაკლისი გადაიხადა. ძმებო ეს დიდი ისტორიული საქმე მივიყვანოთ ბოლომდე ხატმწერებზე მისატანი თანხა 50 ლარამდე დაგვჩა და აბა ვიაქტიუროთ და გავაგრძელოთ ჩარიცხვები... http://www.bazieri.ge/forum/52-612-5#73831
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.
მუხლი 3. ნადირობის წესები
1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ გადამფრენ ფრინველებზე ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.
[img][/img] 26 მაის გაიმართება საველე შეჯიბრი კონტინენტალურ მეძებრებს შორის, , სავარაუდოდ ესეც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება, იქ სადაც ციციშვილი ჩატარდა, საქართველოში განსაკუთრებით დასავლეთში კონტინენტალურებს ბევრი თაყვანისმცემელი ყავს ასე რო საინტერესო სანახაობა გელით თუ არ დაიზარებთ და შეჯიბრს დაესწრებით
18-19-20 მაისს თბილისის ზღვაზე გაიმართება საველე შეჯიბრი მეძებარ ძაღლთა შორის, ბაზიერელებო გთხოვთ თუკი შესაძლებლობა გექნებათ აუცილებლად დაესწარით საქართველოს საუკეთესო ძაღლების მუშაობას, ამით იმის გარდა რომ სიამოვნებას მიიღებთ, თქვენ წვლილს შეიტანთ სუფთა სისხლის მონადირე ძაღლების დაფასების საქმეში, არ დაივიწყოთ ჩვენი საამაყო ქუდები და სასურველია თან იქონიოთ დურბინდი, ჰა ჰა ჭოგრიტი მაინც, დაკვირვება შორი მანძილიდან გიწევთ და შეუიარაღებელი თვალით ცოტა ძნელია.
სად და როგორ , რა დროს დაიწყება საველე შეჯიბრი ამას ოთხშაბათისთვის შეგატყობინებთ , უბრალოდ ინფორმაცია რო ყველას ჰქონდეს მაგიტო ვწერ ნაადრევად , რომ თადარიგი დავიჭიროთ და წინასწარ დავგეგმოთ დასწრება, მოგეხსენებათ წელს მწყერი გვიან მოვიდა ცივი ამინდების გამო, შემდეგ წვიმებმა დაიგვიანა და ცხელმა ამინდებმა ხელი შეუშალა ბალახს გაზრდაში, ასე რომ შეიძლება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არც ჩატარდეს საველე ცუდი პირობების გამო როგორც ძირითადად ტარდებოდა ხოლმე, თან ფრინველი (მწყერი) ნაცნობ ადგილებში ისეთი რაოდენობით არ გვხვდება როგორიც საკმარისი იქნებოდა საველე შეჯიბრის ჩასატარებლად.
ვისაც ააქვს დრო და საშვალება ამ ულამაზეს სანახაობას დაესწროს, უბალეშიკოს თავის ფავორიტს ვთხოვ ბაზიერის ქუდის დახურვა არ დაავიწყდეს თავზე და ისე დაესწროს საველეს,
2 მაისს ქალაქ ქუთიასში ძაღლების მოყვარულთა კლუბმა"ტობე დოგს" მოაწყო ძაღლების გამოფენა დათვალიერება. რაშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ჯიშის ძაღლებმა.კლუბის მიერ შერჩეულ ძაღლებს გადაეცათ დიპლომები და საჩუქრები
დღეს თბილისში , ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართა მონადირე ძაღლების წლინახევრამდე ასაკობრივი ჯგუფის დათვალიერებე-გამოფენა, გამოფენის მიზანი იყო ახალი თაობა სხვადასხვა მონადირე ძაღლის ჯიშებისა დაეთვალიერებინათ და არა შეეფასებინათ, ამის მიზანი ის არის რო მაისში ძაღლებს საველე დიპლომების გამოცდები უწევს, შესაბამისად ძაღლები ამ ახალი თაობიდან უნდა გავიდნენ საველე გამოცდებზე.ძაღლები დაათვალიერეს და შეამოწმეს ექსპერტებმა , ინგლისურებიდან (პოინტერი, ინგლისური სეტერი) არცერთი ძაღლი არ ''დაიბრაკა'' . მრავლად იყო პოინტერები, ინგლისური სეტერები, კურცჰაარები და დრათჰაარები. რამოდენიმე ირლანდიური ''ყვინჩილაც'' იწონებდა თავს. ძაღლებმა საველე გამოცდებამდე
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის ამჟამად არსებული ვადები გადაიხედება. ვადების შეცვლის დროს გათვალისწინებული იქნება რეგიონული პრინციპი, სეზონური პერიოდები და დაეფუძვნება წყალსატევებზე ჩატარებული აღრიცხვის შედეგებს.
სახელი nugomonadire ელ–ფოსტა nugo10.15@mail.ru შეტყობინება.საქართველოში 5 წელია არსებობს მონადირეების ინტერნეტ საიტი bazieri.ge . ჩვენი ლამაზი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხიდან არის ათასობით ადამიანი ამ საიტზე გაწევრიანებული. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გვსტუმრობს საიტზე და ინტერესდება ჩვენი საქმიანობებით. დიდი სურვილი გვაქვს გ.დ.ი. და ენერგეტიკის სამინისტროებთან დავამყაროთ მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები და ჩვენის მხრივ დახმარების ხელი გაუწოდოთ, თუ რაიმეში დავჭირდებით აღმიშნულ სამსახურებს. მანამდე კი გვაქვს ერთი მეტად დელეკატური საკითხი, უფრო სწორედ თხოვნა ნადირობის ვადებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, სადაც არსებობს პრაქტიკა საგაზაფხულო ნადირობის წყალმცურავ გადამფრენ ფრინველებზე. საქართველოში არის ყველა პირობა იმისა რომ დადგინდეს ვადები საგაზაფხულო ნადირობის აღნიშნულ ფრინველებზე. მოგეხსენებათ, რომ შავი ზღვისპირეთი, ანუ კოლხეთის დაბლობი ცნობილია როგორც ძაბრი გადამფრენი ფრინველების დისლოკაციისა. ყოველ წელს, თებერვლის თვის მეორე ნახევრიდან იწყება და 31 მარტამდე გრძელდება გადამფრენი წყალმცურავი ფრინველების მასიური შემოფრენები ჩვენს რეგიონში. ამიტომ გთხოვთ საქართველოს მონადირეების სრული უმრავლესობის თხოვნა, რომელიც გამოცდილი მონადირეების მრავალწლიანი დაკვირვებებით არის ნაკარნახევი _ გამომდინარე იქედან, რომ დაწყვილებას ადგილობრივი წყალმცურავებიც მარტის თვის მეორე ნახევრიდან იწყებენ, და რომ არაფერი ვთქვათ სტუმარ ფრინველებზე, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ წყვილდებიან ემიგრაციაში და ელოდებიან საბოლოო ბუდობის და გამრავლების ადგილებში(ქვეყნებში)დაბრუნებას. სრულიად საქართველოს მონადირეების დიდი უმრავლესობის სახელით გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და 2012-2013 წ.წ. ნადირობის ვადების
"მწვანე ალტერნატივა” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მიერ გამოქვეყნებულ 2012 წელს ნადირობის სეზონზე ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტების შესახებ ინფორმაციას, ყალბ მონაცემებად მიიჩნევს.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა ნადირობა–თევზჭერის სეზონის დაწყების ვადები და კვოტები დაამტკიცა.
შესაბამისი ცვლილებები რამდენიმე ბრძანებაში შევიდა. კერძოდ, „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 და „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებებში.
სერგო შაგინოვის სემინარი FCI (საერთაშორისო კონოლოგიური ფედერაცია) საველე გამოცდებისა და რეგულაციების შესახებ...პარასევს, 23 დეკემბერს, 5 საათზე - ე.წ. ''მაჩაბლის კლუბში'' საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის მსაჯი და კინოლოგი სერგო შაგინოვი ატარებს FCI ს გაცნობით სემინარს... ვისაც სურვილი გაქვთ მობრძანდით, დაუსვით კითხვები და მიიღებთ ამომწურავ პასუხებს რა და როგორ ხდება ევროპულ საველე გამოცდებზე, და როგორი რეგულაციებია ევროპაში...
21:24 18.10.2011[თეონა მანაგაძე] ლაგოდეხის აღკვეთილში თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა დაშვებული ხდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება, „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" კანონში შედის, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უკვე მოხდა. პროექტის განხილვა კი, უახლოეს მომავალში დაიწყება. კანონპროექტის მიხედვით, ლაგოდეხის გარდა, თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა შესაძლებელი ხდება, ასევე, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე და ილტოს აღკვეთილში. კანონპროექტის ავტორები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან,
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!