კანონპოექტით დგინდება, რომ სააგენტოს თანამშრომლებს გამიზნული გასროლის უფლებაცექნებათ.
ასევე, მათ უფლება ექნებათ, აუცილებელი მოგერიების ან უკიდურესი ღონისძიებისსახით გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი შემდეგ შემთხვევებში: მოქალაქის ანთავის ისეთი საფრთხისაგან დასაცავად,
რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
იარაღის გამოყენება დაუშვებელი იქნება წინასწარი შეცნობით ორსულთა, მცირეწლოვანთა დაინვალიდთა მიმართ.
მათდამი იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებადასაშვები, თუ ისინი სააგენტოს თანამშრომელს შეიარაღებულნი ან
ჯგუფურად ესხმიან თავსდა ან ისეთ შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ თანამშრომელს,
რაც საფრთხეს უქმნისმოქალაქეთა და თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.