მთავარი » 2014»იანვარი»15 » მონადირეების საყურადღებოდ - ტყის ქათამზე ნადირობის სეზონი გაგრძელდა 1 მარტამდე
13:21:50
მონადირეების საყურადღებოდ - ტყის ქათამზე ნადირობის სეზონი გაგრძელდა 1 მარტამდე
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ექსპერტებსა და მეცნიერთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მიიღო გადაწყვეტილება გადამფრენ ფრინველზე - ტყის ქათამზე ნადირობის ვადის 1 მარტამდე გაგრძელების თაობაზე. "აღნიშნული სახეობის ფრინველზე ნადირობა დაშვებული იყო ყოველი წლის 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე და ითვალისწინებდა მათ მოპოვებას გადაფრენის დროს (დღეში 7 ფრინველის ოდენობით) და არ ითვალისწინებდა ამ სახეობის მოზამთრე ფრინველზე ნადირობას. ამასთან, ამ სახეობის მოზამთრე ფრინველთა რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე მიგრანტისა. შესაბამისად, ტყის ქათამზე ნადირობის ვადა გაგრძელდა პირველ მარტამდე, ხოლო მისი მოპოვების დღიური ოდენობა განისაზღვრა 3 ერთეული ფრინველით. ტყის ქათამზე ნადირობის ვადის 1 მარტამდე გაგრძელების და მისი დღიურად მოსაპოვებელი ოდენობის 3 ერთეული ფრინველით განსაზღვრის თაობაზე, შესაბამისი ცვლილება იქნა შეტანილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის №95 ბრზანებით დამტკიცებულ ”ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ” დებულებაში. აღნიშნული ცვლილება ძალაშია 2014 წლის 16 იანვრიდან", - აცხადებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.
კარგია რო გადაწიეს ვადა. ამისათვის შესაბამის სამსახურს მადლობა.. და ერთი კიდევ თუ 15 მარტამდე გადაწევენ წყალმცურავებზე ვადას მაშინ მაგარი მთავრობა იქნება მონადირეებისათვის, შესაძლებელია და მიტო............
იმედია გარემოს დაცვის სამინისტრო გაითვალისწინებს მონადირეთა აზრს და მიიღებს სწორ გადაცყვეტილებებს რადგან ამაზე ბევრია დამოკიდებული.ნამდვილ მონადირეზე კარგად არავინ იცის დღეს სად ჭირდება დახმარება ჩვენ ფლორა-ფაუნას.
მარტო ქათამზე კი არა სხვა ფრინველებზეც უნდა გადაიხედოს და ჩამოყალიბდეს ლიმიტები. მაგ. საგაზაფხულო ნადირობა დუპელზე,ძალიან სპორტული და აზარტული ნადირობაა. კაკაბზე და კურდღელზეც აუცილებლად უნდა გადაიხედოს და შესაბამისი ლიცენზიებიც უნდა შეიქმნას მისაღებ ფასებში,მგელზე და ტურაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. თორემ ნამდვილი, წესიერი მონადირეებიც ავტომატურად ხდებიან ბრაკონიერები
ჩემი აზრით ტყის ქათამზე 15 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე დღიური ნორმა 7 უნდა დაეტოვებინათ, 1 იანვრიდან 1 მარტამდე კი 3. იხვზე კი ყველა სახეობაზე ჯამურად - 8, როგორც იყო, ხოლო ნადირობის ვადა გადაეწიათ 15 მარტამდე.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!