ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 12 » მონადირეებისგან გავრცელებული ინფორმაციით, პალიასტომის მიმდებარე ტერიტორიებზე ნადირობისთვის მონადირეებს მასობრივად აჯარიმებენ.    

17:11:22
მონადირეებისგან გავრცელებული ინფორმაციით, პალიასტომის მიმდებარე ტერიტორიებზე ნადირობისთვის მონადირეებს მასობრივად აჯარიმებენ.
     მონადირეებისგან გავრცელებული ინფორმაციით, პალიასტომის მიმდებარე ტერიტორიაზე მონადირეებს გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლები მასობრივად აჯარიმებენ დიდი ოდენობის თანხის ჯარიმებით. ეს შეეხებათ სანადირო იარაღზე ფარებ დამაგრებულ, ელექტროსატყუარით მონადირე და საერთოდ ამ ტერიტორიაზე აწყობილი იარაღით მყოფ მონადირეებს. კარგია რომ ამ ქვეყანაში კანონის აღსრულება იწყება, კარგია რომ ბრაკონიერულ საშუალებებს ვებრძვით, თუმცა ამ ყველაფერში საგანგაშო ის არის რომ რეჟიმის დარღვევაზე წერენ ოქმებს იმ ადგილებში, სადც არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი ან ფირნიში არ არსებობს, რომ იქ ნადირობა აკრძალულია, რომ ეს კოლხეთის ეროვნული პარკის დაცული ტერიტორიაა. კოლხეთის ეროვნული პარკი ერთიან საზღვარში არ არის მოქცეული, არამედ ის ერთმანეთისგან დაშორებული რამდენიმე ტერიტორიის ერთობლიობაა. მისი ზუსტი საზღვარი რამდენიმე სპეციალისტის გარდა დარწმუნებული ვარ გარემოს დაცვის სამინისტროშიც არ ეცოდინებათ. მიუხედავად კოლხეთის ეროვნული პარკის მიერ ათვისებული უამრავმილიონიანია უცხოური თუ ქართუკლი გრანტებისა და დახმარებისა, ამ საზღვრების ფირნიშებით ან სხვა ტიპის საშუალებით გამოკვეთა ამ წლებში არ მომხდარა. ახლა კი როგორც ამბობენ გარემოს დამცველნი ისე მოქმედებენ თითქოსდა დაჯარიმების გეგმა ჰქონდეთ შესასრულებელი. ყოველგვარი გაფრთხილების, რომ ეს დაცული ტერიტორიაა, გარეშე წერენ სოლიდურ ჯარიმას.  ვთხოვ ყველა მონადირეს, ვინც დადგა ამ პრობლემის წინაშე დაწეროს კომენტარებში, რა იყო და როგორ იყო. შევეცდებით შესაძლებლობის ფარგლებში მივაწვდინოთ ხმა გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას რომ მათმა თანამშრომლებმა დაიცვან კანონის ის მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების ინფორმაციულობას ითხოვს. კეთილი ინებონ და დადგან რკინის ფირნიშები იმ ადგილებში სადაც ტრადიციულად მიმდინარეობს და მიმდინარეობდა ნადირობა და ახლა აღმოჩნდა რომ თურმე დაცული ტერიტორიაა. პატიოსანი მონადირე არ შეიძლება ძალით დავაჯარიმოთ იმ ინფორმაციის არ ცოდნის გამო, რომლის გავრცელებაც და მოსახლეობამდე დაყვანაც სახელმწიფოს ევალება.  

წყაროhttp://ბაზიერი.გე
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 4168 | დაამატა: Admin | ტეგები: მონადირეებისგან, ნადირობითვის, გავრცელებული, ინფორმაციით, ტერიტორიებზე, მონადირეებს, მასობრივად, მიმდებარე, პალიასტომის, აჯარიმებენ. | რეიტინგი: 3.3/3

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 211 2 »
0   Spam
21 gi_chxaidze   (21.06.2014 12:48:38) [მასალა]
კანონის და წესების დაცვა კარგია მეც ვეთანხმები მაგრამ ისეთები ადგენენ და ცერენ მაგ კანონებს ტყეში ნამყოფიც არ არიან მგონი. მაგათმა შეიძლება მალე ნადირობაც აგვიგრძალონ

0   Spam
20 civilioni   (04.05.2014 17:10:29) [მასალა]
g galia f60d

0   Spam
19 civilioni   (04.05.2014 17:08:31) [მასალა]
კანონის დაცვა კარგია ეს ბუნებასაც წაადგება და მონადირეებსაც მაგრამ ზოგჯერ ამლაშებენ ზალიან,ტბილისის ზგვაზე თავად ზალოვანეგი ნადირობენ ლოტკებით და შენ რო იქ თოფი გაისროლო შეიზლება სამუდამო მოგცენ და ამას დავიჯერ ვერ ხედავს გარემოს დაცვა? 19 მაგრამ საქმე ისს რომ არავის უნდა ამ ამბავში ჩარევა და თავის ყულფში გაყოფა, 48

0   Spam
17 777   (16.03.2014 18:05:50) [მასალა]
ასეთი რამე მართმა არ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ დაადგინონ სად შეიძლება ნადირობა 23 23 23

0   Spam
16 gia-007   (18.02.2014 10:24:27) [მასალა]
ეჰ ბიჭებო ჩვენ კი ვწერთ და ვაზროვნებთ საღად, მაგრამ ეგრე ვერ აზროვნებს შავ შარვალსა და კოსტიუმში,კალამსა და ფურცელთან მიჯაჭვული ხალხი... 48

0   Spam
15 ggiiggii   (12.01.2014 16:54:03) [მასალა]
25 25 23

0   Spam
14 xvicha1   (08.01.2014 02:02:52) [მასალა]
ბოლო ბოლო ამდენმა მონადირემ სად უნდა ინადიროს ვერ გავიგეთ სიმართლე 23

0   Spam
18 civilioni   (04.05.2014 16:52:15) [მასალა]
25

0   Spam
13 levani85   (04.01.2014 22:40:54) [მასალა]
ბიუჯეტია შესავსები როგორც უნდატ ისე წერენ კანონებს ჩამოვა დიდი ხალხი ზოგი 140-ანი მატორიტ დაზდევს ზოგი სკუტერიტ კაიპობენ ტვიტონ და იცჰყაპება პატიოსანი მონადირეები .დზაან უყურადგებობაა ფოთში ამას თქვენ გეუბნებით მონადირეებო როგორ სიტუაციაში ვნადირობთ აბა მაგატ არ კიდიათ

0   Spam
12 zaza1970   (16.12.2013 12:53:51) [მასალა]
მივესალმები რომ რაღაც ზომები მიიღეს,მეფარეებთან და დენის აპარატებთან მიმართებაში,მაგრამ პატიოსანი მონადირეც და ბრაკონიერიც თუ ერთნაირად დააჯარიმეს, ეს უკვე სისულელეში გადასვლიათ,ამით გამოიწვეწვს გაღიზიანებას ნამდვილი მონადირის და არაკეთილ განწყობას იმ რეინჯერების მიმართ რომლებსაც ნაღდი მონადირე სინამდვილეში გვერდით უნდა ედგას და პატივს სცემდეს. მივმართავ გარემოს დაცვის სამინისტროს, რომ აუცილებლად გდახედონ ამ თემებს და მოაწყონ ისე რომ პატიოსანი მონადირე არ დაზარალდეს, რომელსაც ალბათ აზრადაც არ მოსვლია ბრაკონიერობა 03

0   Spam
11 77777   (16.12.2013 00:39:57) [მასალა]
ყუელვში ნავს ვბერავდით 150 ლარი თითო კაცზე არანაირი ამომწურავი პასუხი ეგეც თურმე პატივი დაგვდეს რომ დაშლილი თოფებით გადავაადგილდებოდით!მე რაღა მეკითხა თვითონაც არ იცოდნენ რა ექნათ სამინისტროს ხალხი გვიყურებსო მოკლე ახსნა განმარტება!პ.ს აწყობილი თოფით სამინისტროს თანამშრომელი გარემოს იცავს და აკვირდებაა? gimili პატივი დაგვდეს თორეე ჯარიმებს წერენ მსუქნს, თურმე მაგრამ რატომ საკითხავი აი ეგ არის!

0   Spam
10 dima11112222   (16.12.2013 00:09:11) [მასალა]
გაუმარჯოს ბიჯებსს..ბიჯებო იქნებ იცოდეთ თოფი თუ ლომბბარდდება სადმე??არის ეგეთი ლომბარდი?

0   Spam
9 eldari_edu   (15.12.2013 22:53:34) [მასალა]
წუხელ მეც იგივე შემემთხვა.არსად არ იყო ნიშნები და რეინჯერებმა თოფით გადაადგილება აგვიგრძალეს.მარტლა ვერ გავიგეთ მე და ჩემმა მეგობრებმა სად ვინადიროდ.მიდით ბიჭებო მიაწექით მე თქვენ გვერდით მიგულედ.მაგენისთვის მანოკით და ნაკრძალში ნადირობა შეიძლება და ჩვენ პატიოსნად არ გვანადირებენ.ხმა თუარ ამოვი"ეთ თოფების შენახვა კარგახანს მოგვიწევც.

+2   Spam
8 iago   (15.12.2013 00:15:06) [მასალა]
დღემდე ვერ გამირკვევია სად შეიძლება მონადირემ ინადიროს იხვზე, ალბათ ჭავჭავაძის გამზირზე.... 23 23 23

0   Spam
7 zaza123   (14.12.2013 17:34:33) [მასალა]
მაგია ჩვენი უტვინო გარემოს დაცვა,უნდა მოვიდეს მინისტრად ისეთი ვისაც ესმის ბუნება

+2   Spam
6 Admin   (14.12.2013 00:05:27) [მასალა]
დღეს მთელი დღეა ვცდილობ დავადგინო სად შეიძლება ფოთის და ჭალადიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ნადირობა, კომპეტენტურ, კოლხეთის ეროვნული პარკის თანამშრომლებთან და ზუსტად მაინც ვერ გავარკვიე სად შეიძლება ნადირობა და სად არა

1-15 16-20
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика