თევზჭერის წესების დარღვევისთვის კანონი მკაცრდება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, ხვალ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, მინისტრი ხათუნა გოგალაძის და პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილ იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2013 წლის 17 ივლისიდან "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 86-ე მუხლში ძალაში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტებზე.