კარგი იქნებოდა თუ თანდართვით მოცემული იქნებოდა რუქა, სადაც აღნიშნული იქნება სხვადასხვა ზონები-ცხოველთა და ფრინველთა საკვებურების, საბუდარების, ,სანადირო ზონები, სავოლიერო და ნახევრად სავოლიერო ფართობები, რო უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნას, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო გზები და დაცვის სისტემები, ცოტა გაურკვევლად და დაუზუსტებლად მიმაჩნია მორიტორინგის გეგმა, რაც შეეხება მტაცებლებს, ტურასა და ენოტს მგონი სასურველია ენოტი მე მესამედი დარჩეს ხოლო დანარეცენი რაოდენობა ამოღებული იქნეს ხოლო ტურა სრულად . განსახილველი პრინციპში რაა?! მოცემულია კარგად გამართული გეგმა პროფესიონალის შედგენილი(ან პროფესიონალების) ჩვენ ალბათ სურვილს თუ გამოვთქვამთ რო ეს ესე უნდა იყოს და ამას ასე ვისურვებდით, რამდენი კაციც არის იმდენი აზრი იქნება აქ, ზოგი კარგი ზოგი ცუდი, ამას ალბათ ამ დარგის მცონე პროფესორ-აკადემიკოსები სჭირდება. თორე რიგითი მონადირის მოთხოვნილება სამომავლო 5 წელში მინიმუმ მე მანდ ვერ დავინახე. 60 შველიდან 5 მოკვლით ვერც ის 5 მონადირე ისიამოვნებს რომელიც მონადირე არ იქნება რადგანაც ლიცენზიას ვერ შეწვდება ელემენტარული და თუ შეწვდება არც მოკლავს როცა იცის რომ სულ 60 -ია , იტალიაში სოკოს ლიცენზია ღირს მარტო 100 ევრო, საინტერესოა ჩვენთან რა ეღირება ერთი ტახის მოკვლა(მონადირება)??? თუ მტაცებლების ამოღების საქმეში რიცხოვნობას გაზრდით და მინიმალირამდე დაიყვანთ , მივესალმები ამ კორექტირებას, თუ არადა ისედაც მივესალმები, ჩემი დასაწუნი არაფერიაქვს. კიდევ ერთიც რო დავამატო ხო შეიძლება--?? ხოხბთან დაკავშირებით თუ კოლხურის მოშენება გამრავლებას ხელს შეუწყობს მეურნეობა, დარწმუნებული ვარ ქართველი მონადირე საზოგადოება ამას არ დაუვიწყებს. და არა ისე როგორც ივრის ჭალების ვოლიერებში როა თეთრ ყელა შემოყვანილი ხოხბები და ქართული საქმის კეთება რო ჰგონიათ ზოგიერთებს, ჩვენ ხოხობზე თუნდაც სამონადირეო ტურიზმის განვითარება ბევრადაა დამოკიდებული, ჩვენი დიდი ლამაზი, უფრო ბევრად გემრიელი და ენდემური წარმოშობისაა, ხოხბის სახელიც ქართულ საფუძვლებზეა და ფაზისიდან მოდის -''ფაზან'' .. მივესალმები რათქმაუნდა ამ ყოველივეს... იმედი მაქვს ვინმე ''ალაზნის ჭალელი'' განსახილველად ფორუმებსა და საიტებს მიაკითხავს რო მონადირეთა აზრი გაიგოს და არა გულუას 6-სს