ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » აგვისტო » 14 » ინფორმაცია ნადირობის შესახებ    

16:04:25
ინფორმაცია ნადირობის შესახებ

ნადირობა

 

  • ნადირობა არის გარეულ ცხოველთა სპეციალური სარგებლობის ფორმით მოპოვება, ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური, რეკრეაციული და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

 

ნადირობისათვის დაშვებული ადგილები:

 

  • ნადირობა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე - სამონადირეო მეურნეობებში, გარდა გადამფრენი ფრინველებისა. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შესაძლებელია სამონადირეო მეურნეობების გარეთაც.
  • სამონადირეო მეურნეობაში ნადირობა დაიშვება სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, ან გენერალური ლიცენზიის მფლობელის თანხმობით.

 

ნადირობისათვის აკრძალული ადგილები:

 

  • ნადირობა, მათ შორის გადამფრენ ფრინველებზე არ დაიშვება:
  • დაცული ტერიტორიის საზღვრებში, გარდა დაცული ტერიტორიაზე არსებული სამონადირეო მეურნეობისა.
  • სახელმწიფო ნაკრძალების და ეროვნული პარკების გარშემო 500-მეტრიანი ზონაში;
  • საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

 

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის

საჭირო დოკუმენტაცია

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), რომლის ღირებულება ანუ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებლის ოდენობა სანადირო სეზონზე  შეადგენს 10 ლარს. აღნიშნული გადასახადის (10 ლარის) გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - 220 101222, ანგარიშის ნომერი №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი - 3033. სახაზინო კოდს წინ ემატება 3 და იმ თვითმმართველი ერთეულის კოდი, სადაც ხდება გადახდა, მაგალითად: თბილისის შემთხვევაში, თბილისის კოდია: 0077. შესაბამისად - 300773033, ახმეტის შემთხვევაში 300543033 და ა.შ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი

                                                                                                             

 


 

                                                                

                                                                 ნადირობის ვადები

ნადირობის სეზონი განსაზღვრულია ყოველი  წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო ცალკეულ სახეობებზე ვადები დგინდება მინისტრის ბრძანებით.

2013 წელს ნადირობის სეზონი იხსნება 17 აგვისტოდან.

 

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის კონკრეტული ვადები:

 

·      მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე)  - აგვისტოს

     მესამე აბათიდან – მომდევნო წლის 15 თებერვლამდე;

·      ტყის ქათამზე15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;

·      წყალმცურავ ფრინველებზე: რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა

       იხვი, მელოტა1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

     შენიშვნა: უახლოეს მომავალში შეტანილ იქნება ცვლილებები

 

 

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი დღიური ლიმიტები

 

  მწყერი – 20 ცალი;

  გარეული მტრედი – 10 ცალი;

  ჩიბუხა – 5 ცალი;

  ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი;

  ქედანი – 10 ცალი;

  გვინძი (გულიო) – 10 ცალი;

  ტყის ქათამი – 7 ცალი;

  წყალმცურავები – (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა,   ფართოცხვირა  იხვი, მელოტა) – საერთო

  რაოდენობა 8 ცალი.

  შენიშვნა: უახლოეს მომავალში შეტანილ იქნება ცვლილებები

 

ნადირობისათვის აკრძალული ხერხები და საშუალებები

 

ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი და სხვა საშუალებით ნადირობა, რომელიც ტანჯვას აყენებს გარეულ ცხოველს. 

მცენარეული საფარის დაწვით ნადირობა;

გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა (გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით

გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება;

ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი

ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველების) ნადირობა;

ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ე. წ. „მანიოკებით" - ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;

ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;

სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;

ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;

მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.

 

მტაცებელი ფრინველების და მონადირე ძაღლების გაწვრთნა

 

ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება;

მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი).

მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები.

 

ნადირობისათვის დაშვებული  იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი:

·        იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე–7 მუხლით განსაზღვრულია სანადირო იარაღის ჩამონათვალი,

         რომლითაც ნადირობა დაშვებულია.

·        სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან/და სამეცნიერო

         ნადირობისათვის სანადირო იარაღის სახეებია:

·        სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);

·        სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);

·        სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);

·        სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;

·        სანადირო პნევმატური იარაღი.

 

ნადირობის წესების დარღვევა:

 

  • ნადირობა მოსაკრებლის გადახდის და სანადირო თოფის ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, ადგილებში და აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად
  • ნადირობის წესების დარღვევაზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები.


წყაროhttp://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&info_id=2359
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 4713 | დაამატა: მონადირე | ტეგები: nadiroba, ნადირობა, მონადირე, kanoni, monadire, კანონი | რეიტინგი: 4.3/3

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 14
0   Spam
13 gugalo   (16.08.2013 14:41:17) [მასალა]
10 166 39 gimili

0   Spam
12 giosergeant   (16.08.2013 01:31:51) [მასალა]
მონადირეებო პოინტერის დაგეშვა რამდენი თვიდან ღირს რომ დავგეშო?
სეტერი 6 თვიდან დაიგეშა და პოინტერი პირველად მყავს 2 თვისაა.

0   Spam
11 giosergeant   (16.08.2013 01:29:41) [მასალა]
წელს ქარელში მწყერს ვყიდულობდი უშვებდი მინდორში და ძაღლის დაგეშვისას ვხოცავდი, მოდი და უმტკიცე რომ გარეული არ არის. ამაზეც რამე უნდა მოიფიქრონ თორემ შეიძლება შარში გავეხვეეე 23

0   Spam
10 giosergeant   (16.08.2013 01:25:12) [მასალა]
ბრაკონიერებზე კანონი გაამკაცრონ და ნადირიც იქნება ფრინველიც და თევზიც. 23_30_126

0   Spam
9 balu78   (16.08.2013 00:52:30) [მასალა]
10 10 10

0   Spam
8 zaza123   (15.08.2013 16:02:16) [მასალა]
რას დაამატებენ ნეტავ?ჯერ იგივეა ყველაფერი

0   Spam
7 TURA   (15.08.2013 12:10:15) [მასალა]
ჟურნალ ნადირობაში წერიარომ აპირებენ წყალმცურაცებზე სეზონი 10 სექტემბრიდან გახსნან,წალკის და ახალ ქალაქის ტერიტორიაზე..გაქვთ რამეინფორმაცია? 10 10

0   Spam
6 misha59   (14.08.2013 22:00:28) [მასალა]
10 10 10

0   Spam
4 taro-1899   (14.08.2013 18:49:22) [მასალა]
10 25 39 AllSmail133

0   Spam
3 vepxo   (14.08.2013 18:30:02) [მასალა]
მავნებლებზე როდის დაუშვებენ კანონს ნეტა 23 23 23

0   Spam
1 Admin   (14.08.2013 16:43:00) [მასალა]
შენიშვნა: უახლოეს მომავალში შეტანილ იქნება ცვლილებები
ნეტავ რა იგულისხმება ამ ინფორმაციაში??/

0   Spam
2 giohunt1982   (14.08.2013 17:01:24) [მასალა]
მგონი, ის იგულისხმება, რომ წალკაში იხვზე ნადირობის სეზონი უფრო ადრე გაიხსნება და ამ ცვლილებას შეიტანენ.

0   Spam
5 IKAHUNTER   (14.08.2013 18:53:13) [მასალა]
თან ვადების ბოლოსაც წერია და ლიმიტების ბოლოშიც 23

0   Spam
14 DatuNiko   (18.08.2013 14:03:54) [მასალა]
ბატონო გია!
პასუხია - მონადირეობის გულშემატკივრებმა, სისტემატურად მიაქციოს ყურადღება ოფიციალურ განცხადებებს....
166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика