საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №75
2012 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი
სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული
იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის
№07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი,
110406013) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის
„დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ)
ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი
კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების
ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით
ცხოველების მოპოვებისას,
აგრეთვე, გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ
დებულების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას), სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული
(მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით
ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი
საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;".
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა.
ხეთაგური წყარო: matsne.gov.ge
წყარო:
|