მთავარი » 2012»დეკემბერი»30 » ერთად მოვიძიოთ "ჩაქირა"- ერთადერთი ქართული მონადირე ძაღლი.
05:18:12
ერთად მოვიძიოთ "ჩაქირა"- ერთადერთი ქართული მონადირე ძაღლი.
2013 წლისთვის მზადდება ქართულ-უკრაინული
ექსპედიცია "ლაზისტანი 2013", რომლის ერთერთი ძირითადი მიზანი თურქეთის
ტერიტორიაზე ჩაქირას მოძიებაა. თუმცა ჯერჯერობით ინფორმაციის სიმწირე
იგრძნობა.თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობთ ამ თემასთან
დაკავშირებით,თუნდაც მცირედს დაწერეთ. არ იქნება ურიგო, მოვიკითხოთ
ჩვენ-ჩვენ ნათესავებში,მეგობრებში,ახლობლებში,ნაცნობებში თუ ... ამ ძაღლის
შესახებ ინფორმაცია. უფრო გურია-აჭარის რეგონში,
თურქეთშიც. შეიძლება ჯერ კიდევ არის შანსი რომ გადარჩეს ეს ჯიში.
ამ ძაღლის შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესში, უკვე ძალიან ბევრმა
მონადირემ გამოთქვა სურვილი იყოლიოს ჩაქირას ლეკვი, თუნდაც მარტო იმისთვის
რომ საქართველოს მომავალ თაობას გადავურჩინოთ ეს უნიკალური ჯიშის მონადირე
ძაღლი. დაწვრილებითი ინფორმაცია
ფორუმში
http://www.bazieri.ge/forum/15-525-1
ეს ძაღლი გადმოდემით ვიცი ლაზებს ყოლიათ სულ ამ ძაღლებით ნადირობდნენ ტყეში, მეც ლაზივარ და გადმოცემით ვიცი ,ეს ძაღლი მაჩუქა ბიძაჩემმა ადრე 1995-ცლებში სარფის საბაჟოში მუშაობდა და მაშინ ლეკვებით ვაჭრობდენ თურქეთში და მაშინ აჩუქეს და მე მომიყვანა იქიდან ვიცი რომ მეკვერნე იყო, ზემოთაც ავღვნიშნე ყველა ცაყვანაზე ან კვერნას ან მაჩვს პოულობდა
ცოტა ფერში განსხვავდებოდა ჩემი თორემ ზუსტათ ეგეთი იყო ,მე დზირითადათ პრინველზე მონადირევარ და მყავდა მონადირე სეთერი,მაგი მაჩუქეს თუ ფოტო მოვიპოვე დავდებ აუცილებლად,ანუ სანადიროდ რომ ცავიდოდი კვერნა ან მაჩვი არ ეპოვა და თან დზალიან,სცრაფი, მოქნილი და მორბენალი იყო სადღაც ათი ცელი გავიდა მოხუცდა და მოკვდა
მოგესალმებით აჭარიდან მეკვერნე ძაღლის ბედით დაინტერესებულ ყველა მონადირეს.
საჭიროდ მივიჩნიეთ გამოგხმაურებოდით "ლაზისტანი 2013" ექსპედიციასთან დაკავშირებით,ვინაიდან ამ ეტაპზე მსგავსი ექსპედიცია ნაადრევად მიგვაჩნია შემდეგი მიზეზების გამო:
1) ჩვენი მეზობელი ქვეყნის ინტერნეტ საიტებზე გავრცელებული ინფორმაციით მათ აქვთ სურვილი ამ ჯიშის თავად დარეგისტრირებისა და თუ ჩვენი თანამემამულები შეეცდებიან ექსპედიციის მსგავსი რამით ინფორმაციის მოპოვებას ეს შესაძლოა გამოიწვევს არასასურველ რეაქციას,რასაც შესაძლოა მოყვეს გარკვეული საკონტროლო ზომები.....რაც არ არის სასურველი. 2) გარდა ამისა ამ ჯიშის ძაღლი იმდენად მცირერიცხოვანია მეზობელ ქვეყანაში,რომ ძალიან რთული არის რაიმე ინფორმაციის მოპოვება ჩვენი თანამემამულეებისთვის,ასევე სირთულეს წარმოადგენს შესაფერისი ექსტერიერის ძაღლის შეძენაც,ვინაიდან ნაკლებად სავარაუდოა,რომ ქვეყანაში სადაც მიმდინარეობს ჯიშის დარეგისტრირებასთან დაკავშირებული პროცესი მოხდეს ძაღლის გასხვისება სხვა ქვეყნის მოქალაქეზე. ამიტომ ამ ეტაპზე ალტერნატივად ვიყენებთ ჩვენ მიერ არსებულ კონტაქტებს ძაღლების შესაჯვარებლად და არა შესაძენად. 3) ჩვენი თანამემამულებისთვის,ვინც არ არის ამ თემასთან გაცნობიერებული მოგახსენებთ,რომ მცდარია ის მოსაზრება ვითომდა ეს ძაღლი მხოლოდ გურიაში იყო გავრცელებული და რომ ის სრულად გადაშენებულია,აჭარის მაღალმთიან სოფლებში დღესაც არის შემორჩენილი კარგი ექსტერიერის ეგზემპლარები,რომლებიც სათანადოდ გვყავს აღრიცხული ფოტო მასალასთან ერთად,რასაც თან ერთვის ას წელს მიღწეული მონადირეების კომენტარები.გარდა ამისა ამ საქმით დაინტერესებული პირები 5 წელზე მეტია ვაწარმოებთ სათანადო გამრავლება-სელექციას,რის შედეგადაც მიღებული გვაქვს სასურველი შედეგი. ვეცდებით რამოდენიმე ეგზემპლარი წარმოვადგინოთ თბილისის სანადირო ძაღლის 2013 წლის საზაფხულო გამოფენაზე. 4) უპირველეს ყოვლისა მინიმუმ ერთ წელიწადში უნდა მოვახერხოთ საკმარისი რაოდენობის ეგზემპლარების შერჩევა და ჯიშის დარეგისტრირება საქართველოში.მხოლოდ ამის შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ექსპედიციის მოწყობა მეზობელ ქვეყანაში,სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაჟღერებული ის აზრი,რომ ჩვენში ეს ჯიში საკმაოდ მცირედ არის შემორჩენილი.ვინაიდან პრეტენზიების შემთხვევაში უნდა შეგვეძლოს დასაბუთება იმისა,რომ ჯიში არსებობს და დარეგისტრირებულია საქართველოში. 5) შევეცადოთ ნაკლებათ მოვიხსენიოთ "მეკვერნე ძაღლი-ანუ ქართული მყეფარა", ჩაქირად,ვინაიდან ეს სიტყვა არ არის ქართული წარმოშობის და ამ სახელით აჭარაშიც ნაკლებად ცნობილია,ჩვენში მას 'მეკვერნიას" ეძახიან.ჩაქირა კი ჩვენი მეზობელი ქვეყნის ლექსიკონიდან აღებული სიტყვის დამახინჯებული ფორმაა,და თუ როგორ წარმოითქმება ეს სიტყვა გამართულად საჭიროების შემთხვევაში მაგასაც მოგახსენებთ.გარდა ამისა ამ სიტყვამ შესაძლოა სადავო გახადოს ჯიშის წარმოშობის საკითხი.
პოსტსკიპტუმ
ვინაიდან ზემოდ აღნიშნული საკითხები საკმაოდ სენსიტიურია ნუ გაგიკვირდებათ ინფორმაციის მცირეოდენი კონსპირირება.
გილოცავთ ბაზიერელებო დამდეგ ახალწელს.ერთხელ შევიკრიბოთ და ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი და დავგეგმოთ ნადირობა,ასევე სხვა ნადირობასთან დაკავშირებული საკითხები.პატივისცემით ყველა ბაზიერის წავრს ღმერთი გფარავდეთ.ამინ.
გამარჯობათ გილოცავთ ბარბარობის დგესასწაულს. ამ საქმეს მონდომება და ცოტა თანხა სჭირდება.ანუ კონკრეტულად ორხიდიანი ავტომობილით წასვლა სოფლებში და შემდეგ საქმე თვითონ გაჩვენებს რა და როგორ.
ჩაქირას თაობაზე წავიკითხე და ოზურგეთში მოვიკითხე ,მითხრეს ილო თოიძეს ყავსო მაკვანეთში,და კიდევ ირაკლი ჭელიძემ წამოიყვან მისგანო.მე არ მინახავს სუფთა ჯიშია თუ არა ,მოკითხვა შეიძლება. .ბიძაჩემს ყავდა კარგა ხნის წინ და ვიცი მაგ ჯიშის შესახებ ,უნიკალურია თუ რამეში დაგეხმარებათ ეს იმფორმაცია კარგია
გამარჯობათ მონადირეებო,გარკვეული მიზეზის და გამო დიდი ხანია საიტზე არ შემომიხედავს,მაგრად გამიხარდა ამდენ მონდომებულ ადამიანს რომ ვხედავ, ფირალი მე ვაკიჯვრელი ვარ ძმა და ან სახელი ან რამე არ იცი პატრონის შესახებ?დღესვე გავარკვევ
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!