ნუტრია – 194 ცალი, კურდღელი – 615 ცალი, მაჩვი, – 168 ცალი, ტყის კვერნა – 157 ცალი, ქვის კვერნა – 157 ცალი, მგელი – 120 ცალი, ტურა – 1453 ცალი, მელა – 162 ცალი, ტყის კატა – 77 ცალი, გარეული ღორი – 189 ცალი, შველი – 417 ცალი, ენოტი – 96 ცალი, ხოხობი – 416 ცალი, კაკაბი – 713 ცალი, დურაჯი – 50 ცალი.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №275
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნადირობა (გარდა გადამფრენი ფრინველისა) დაიშვება ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ პირობებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა.".
2. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში".
3. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აკრძალულია ნადირობა მთელი წლის განმავლობაში:
ა) ერთ წლამდე დათვის ბელზე, ასევე დათვის მდედრ ინდივიდზე, რომელსაც ჰყავს ერთ წლამდე ბელი;
ბ) ამ დებულების 31 მუხლის „ბ", „დ", „რ", „ტ", „უ", „ფ" და „ღ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობების მდედრ ინდივიდებზე;
გ) ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 100 სმ-ზე ნაკლებია; დ) ირმის მამრ ინდივიდზე, რომლის რქებიც არ არის დატოტვილი ან/და დატოტვილია
და მთავარი ღერძის სიგრძე 90 სმ-ზე ნაკლებია; ე) შველის მამრ ინდივიდზე, რომლის რქაც არ არის დატოტვილი;".
4. მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „თ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.".
5. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 - მე-13 პუნქტები:
„10. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების (შემდგომში – მტაცებელი ფრინველი) გამოყენება.
11. მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ"
საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი.
12. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები.
13. დადგენილი წესით ტყვეობაში გამრავლების მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის გარემოდან ამოღება დასაშვებია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ინდივიდის სიცოცხლეს, აღნიშნულ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ", „გ", „დ" და „ე" ქვეპუნქტითა და ამ დებულების 31 მუხლით დადგენილი აკრძალვები. "
6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. ნადირობისათვის აკრძალული ვადები
1. ნადირობა აკრძალულია:
ა) არჩვზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე; ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე; გ) მურა დათვზე - 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე; დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე; ე) ნიამორზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე;
ვ) ნუტრიაზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე; ზ) კურდღელზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; თ) მაჩვზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; ი) ტყის კვერნაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;
კ) ქვის კვერნაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე; ლ) მგელზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; მ) ტურაზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; ნ) მელაზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;
ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე; პ) ტყის კატაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე; ჟ) გარეულ ღორზე - 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე; რ) შველზე - 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე; ს) ენოტზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;
ტ) კავკასიური როჭოზე - 1 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე; უ) კასპიურ შურთხზე - 1 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე; ფ) ხოხობზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ქ) კაკაბზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ღ) დურაჯზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ყ) გნოლზე - 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე.
2. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, ნადირობა აკრძალულია:
ა) არჩვზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე; ბ) კეთილშობილი ირემზე - 1 თებერვლიდან - 1 ნოემბრამდე;
გ) მურა დათვზე - 1 იანვრიდან - 15 ოქტომბრამდე; დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე; ე) ნიამორზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე;
ვ) ნუტრიაზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;
ზ) კურდღელზე - 1 მარტიდან - 1 სექტემბრამდე; თ) მაჩვზე - 1 მარტიდან - 1 სექტემბრამდე; ი) ტყის კვერნაზე - 1 მარტიდან - 1 დეკემბრამდე;
კ) ქვის კვერნაზე - 1 მარტიდან - 1 დეკემბრამდე; ლ) მგელზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე; მ) ტურაზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე; ნ) მელაზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე;
ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე; პ) ტყის კატაზე - 15 თებერვლიდან - 1 დეკემბრამდე; ჟ) გარეულ ღორზე - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე; რ) შველზე - 1 მარტიდან - 15 ნოემბრამდე; ს) ენოტზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;
ტ) კავკასიურ როჭოზე - 15 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე; უ) კასპიურ შურთხზე - 15 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე; ფ) ხოხობზე - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე; ქ) კაკაბზე - - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე; ღ) დურაჯზე - 1 იანვრიდან - 1 ოქტომბრამდე; ყ) გნოლზე - 1 მარტიდან - 15 ნოემბრამდე;"
7. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ნადირობის წესების დარღვევა
ნადირობა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე ან/და მათში აღნიშნული პირობის დარღვევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად."
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური