მთავარი » 2011»ოქტომბერი»18 » ზოგიერთ დაცულ ტერიტორიაზე თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა დაშვებული ხდება
23:08:47
ზოგიერთ დაცულ ტერიტორიაზე თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა დაშვებული ხდება
21:24 18.10.2011[თეონა მანაგაძე] ლაგოდეხის აღკვეთილში თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა დაშვებული ხდება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება, „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის,
ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის
შესახებ" კანონში შედის, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უკვე მოხდა.
პროექტის განხილვა კი, უახლოეს მომავალში დაიწყება.
კანონპროექტის მიხედვით, ლაგოდეხის გარდა, თევზჭერა, ნადირობა და
სამონადირეო მეურნეობის მოწყობა შესაძლებელი ხდება, ასევე, თუშეთის დაცული
ლანდშაფტის ტერიტორიაზე და ილტოს აღკვეთილში.
კანონპროექტის ავტორები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან,
რომელთა შეფასებითაც, კანონპროექტის მიღების მიზეზი საქართველოს ტყის
კოდექსში განხორციელებული ცვლილებებია.
ცვლილებების მიუხედავად, პროექტში აღნიშნულია, რომ კანონპროექტით ახალი
გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი არ დგინდება. პროექტის
ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღება ევროკავშირის დირექტივებს არ
ეწინააღმდეგება.
ამასთან, თევზჭერით, ნადირობითა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობით
სარგებლობის საშუალება იქნება ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის
აღკვეთილშიც, რის გამოც, ცვლილება „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა
და მართვის შესახებ” კანონში შედის.
presa.ge
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!