მოლდავეთში გაიხსნა სამოყვარულო და სპორტული ნადირობის საზაფხულო-საშემოდგომო სეზონი ფრინველზე. 25 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ნებადართულია ნადირობა ჭაობისა და ველის ფრინველებზე. ტყის, მინდვრისა და სტეპის ბინადრების მონადირება შესაძლებელი იქნება 5 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ ნადირობისას აკრძალულია ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც ახდენენ სამონადირეო ნადირ-ფრინველის ხმის იმიტაციას. აკრძალულია ნებისმიერი თვითდამჭერების (მახეების) დაგება, მანათობელი მოწყობილობების, აგრეთვე იარაღის განსაზღვრული სახეობების გამოყენება. გარდა ამისა, დაუშვებელია სროლა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებიდან და მფრინავი აპარატებიდან.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!