მთავარი » 2012»მარტი»14 » გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
23:17:29
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
2012-03-13 16:19
საქართველოში
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის ამჟამად არსებული ვადები
გადაიხედება. ვადების შეცვლის დროს გათვალისწინებული იქნება რეგიონული
პრინციპი, სეზონური პერიოდები და დაეფუძვნება წყალსატევებზე ჩატარებული
აღრიცხვის შედეგებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოში
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის ამჟამად არსებული ვადების
გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის დროს იქნა მიღებული.
დეპუტატებთან ერთად განხილვაში მონაწილეობდნენ გარემოს
დაცვისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების
წარმომადგენლები, ილიას უნივერსიტეტის ექსპერტი და მონადირეთა ჯგუფების
წარმომადგენლები, რომელთა თხოვნის საფუძვლეზეც მოხდა აღნიშნული საკითხის
კომიტეტის სხდომაზე განხილვა. დისკუსიაში მონაწილე ყველა მხარემ აღნიშნა,
რომ არსებული წესები უნდა გახდეს უფრო მობილური, დაცული უნდა იყოს
მონადირეთა ინტერესები და ამავე დროს ზიანი არ უნდა მიადგეს ფრინველთა
პოპულაციების რიცხოვნობას. სხდომის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საკითხზე
მუშაობა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გაგრძელდება და
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის ამჟამად არსებული
ვადები შეიცვლება.
რამდენადაც მე ვიცი, ჯერ არავის დაუმტკიცებია კანონიერად სეზონის ვადის გაგრძელება წყალმცურავებზე! თუ ვინმეს კონკრეტული ინფორმაცია გაგაჩნიათ, გაგვიზიარეთ, მაგრამ არა მგონია.
ძალიან კარგი ამბავია ნამდვილად,მე ბევრი ვერაფერი გავაკეთე ამისთვის მარა ყველას დიდი მადლობა ვინც ცოტაოდენი წვლილი შეიტანა ამ საკმეში.ისე ამ მანოკებსაც თუ მოაშორებენ კარგი იქნება,ყველა შეძლებს რომ გაიგოს ნამდვილი ნადირობის ხიბლე და პლიუსი რა არის. მანოკი რომ არ იყოს,მწყერზეც ყველა ინადირებს და მწყერიც ყველგან იქნება.ჯერ რაც გაკეთდა ეს დიდი მიღწევაა.გილოცავთ ყველას
1 2 3 → ბოლო » ახალი თემის გახსნა გამოხმაურების დამატება თემის ნახვა ვინ არის თანახმა ნადირობის სეზონი გაგრძელდეს. 20 მარტი საუკეთესო თარიღია #1 nugomonadire
მონადირე
ჯგუფი:მონადირე წერილები:57 შემოგვიერთდა:20-March 10 Location:wyaltubo Interests:bunebis dacva da brakonierobis winaagmdeg brdzola, aris chemi umtavresi saqmianoba. დაწერილია 20 March 2010 - 02:19 PM ვინ არის თანახმა ნადირობის სეზონი გაგრძელდეს.
მოგესალმებით ყველას ვისაც უყვარს და პატიოსნად ემსახურება საქართველოში ნადირობის უძველეს ტრადიციულ კულტურას. მე 3 ათეული წელია რაც ვნადირობ წყალმცურავ, გადამფრენ ფრინველებზე და ჩემი გამოცდილებიდან მინდა გითხრად რომ საგაზაფხულო ნადირობა უნდა გაგრძელდეს 20 მარტამდე. როგორც ეს მიღებულია ყველა მეზობელ სახელმწიფოში, ევროპულ და აზიურ ქვეყნებში. მეგობრებო ვინც ამ საკითხებში კომპეტენტურია, ის დამეთანხმება, რომ იშვიათად გაზაფხულის პირველი თვის პირველ ნახევარში დაწყვილდნენ იხვები. ამ პერიოდისთვის უფრო შეიმჩნევა იხვისებრთა ოჯახის ფრინველთა მასიური გადაფრენები, როგორც ადგილზე, ანუ ჩვენს ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ, საქართველოდან უცხო ქვეყნებისაკენ. ხოლო აპრილის თვის დასაწყისიდან ნელ-ნელა წყდება გადაფრენები და ადგილობრივი ფრინველი იწყებს დაწყვილებას და გასამრავლებელ მზადებას. ამით მე იმის თქმა მინდა რომ საჭიროა ყველამ ერთხმად დავადასტუროთ ეს ფაქტი და დავარწმუნოთ ჩვენი მონადირე მინისტრი ნადირობის სეზონის 20 მარტამდე გადაწევაში... ეს არის ჩემი წერილი monadire.ge ზე...
მე მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ვისაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიუძღვის წილი ამ საქმის გაკეთრებაში საინტერესოა როდის გამოცხადდება ნადირობის ვადის გაგრძელებიის კანონი ოფიციალურად.
ყველას გილოცავთ გადამფრენ ფრინველებზე (იხვზე და ბატზე) ნადირობის სეზონის ვადების გაზრდას! (ალბათ უახლოეს დღეებში კანონიერ ძალას მიიღებს). მინდა წინა კომენტარებს შევეხო, რამინის სიტყვების არ იყოს, მეც ვიგრძენი თავი უხერხულად. რა დონეზე გაღიზიანებულა ჩვენი სტუმარი, რომ ნუგომონადირეს ტელეფონზე დაურეკა და მზგავსი რამ უთხარა. ყველას გაუმარჯოს ღმერთმა, იმათი ჩათვლით ვინც მინიმალური წვლილიც კი შეიტანა ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში, მაგრამ როცა ხაზგასმა ხდება კონკრეტულად, თან ბაზიერი.გე-ზე, არ შეიძლება დავივიწყოთ ადამიანი, რომელიც წლების მანძილძე ამტკიცებდა და ახმოვანებდა საკითხის აუცილებლობას, მიმართავდა შესაბამის სამსახურებს, ასევე საიტი bazieri.ge, რომელზეც ნუგომონადირემ 25.03.2010 წელს შესაბამისი თემა გახსნა და ამ თემაში თუ მის გარეთ ყველა ბაზიერელი თავის გულისტკივილს და აზრს გამოხატავდა, რომელსაც ბაზიერელების გარდა ძალიან ბევრი მონადირე და არამონადირე ნახულობს...
ნამდვილად დიდი საქმე გაკეთდა, გილოცავთ ბაზიერელებო. თუმცა ცოტა უხერხულობა ვიგრძენი, იმის გამო რომ DDZ_ამ ადამიანმა ირიბათ თუ პირდაპირ გული გვატკინა და გვითხრა რომ თქვენ(bazieri.ge) აქ არაფერ შუაში ხართ და 2010 წლიდან მოყოლებული ბოლოს 2012 წლის მარტის თვის დასაწყისში გაგზავნილი თქვენი წერლებით, სადაც არაერთგზის კი მოითხოვდით გ.დ.ი. და ენერგეტიკის სამინისტროებიდან საგაზაფხულო ნადირობის ვადის გაგრძელებას წყალმცურავებზე. კი ბატონო, მაგრამ ეს მხოლოდ ყოფილი მონკავშირის თავმჯდომარის და კიდევ 2-3 ადამიანის დამსახურებაა და სხვა არავისაო. რას ნიშნავს ეს, რა თქვენს გარდა არავის უნდოდა საგაზაფხულო ნადირობა ყოფილიყო დაშვებული საქართველოში? მე როგორც გავიგე დაგირეკიათ ნუგომონადირისთვის, ამ უწესიერესი და უპატნიოსესი, პროფესიონალი მონადირის, რომელიც მრავალი ჩვენთაგანის აღმზრდელია და მისაბაძი პიროიროვნება. მთავარი კი ჩვენი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთ-მსახურია. თან ყოველგვარი მობოდიშების გარეშე გითქვამთ _ რატომ იბრალებთ თქვენ ეს ხომ მხოლოდ ჩვენი დამსახურებააო. არანაირი ეთიკის და მონადირული ესთეტიკის ჩარჩოებში არ ჯდება მზგავსი საქციელი. აჯობებდა ჯერ კარგად გადაგეკითხათ მამაოს წერილები, სადაც ის თვალნათლივ, შავით თეთრზე წერდა _ რომ ეს საქმე ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური პირების, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის კაკო ბობოხიძის და სხდომაზე მიწვეული ჩვენთვის ჯერ უცნობი(რადგან აღნიშნულ ოფიციალურ წერილში არ იყო მითითებული მათი სახელი და გვარი)მონადირეების დამსახურებააო. მხოლოდ ამის შემდეგ დაამატა მოკრძალებულად ნუგომონადირემ, რომ მცირე წვლილი(რაშიც მე ეჭვი მეპარება და ვფიქრობ მცირე კი არადა ლომისწილი) bazieri.ge საიტის და მისი მრავალათასიანი გუნდის დამსახურებაა. მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ძმებო ამ გამარჯვებას და თქვენთან ერთად ვულოცავ ბატონ დავით ბოკუჩავას და ლევან ჟორდანიასაც, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი ეს ადამიანები ესწრებოდნენ აღნიშნულ სხდომას და წარმოადგენდნენ ათასობით საქართველოში მცხოვრები მონადირეს დაუსწრებლად. :39:
ისე სხვის გაშლილ სუფრაზე თამადობა ერთია პარტია ხალხის სტილია,მარა საქმე გაკეთედეს და ვისაც უნდა იმან დაიბრალოს ინიციატივებიც და რაც უნდათ ჩვენ ხო ვიცით რასაც ვაკეთებთსაერთო საქმისთვისთვის
nugomonadire დრო: ხუთშაბათი, 25.03.2010, 11:24:40 | შეტყობინება # 1 იხილეთ ფორუმში გახსნილი ეს თემა ვისაც ინიციატივებზე პრერტენზიები გაქვთ
ალბათ გაგრძელდება ნადირობა 2012 წლის 1 აპრილამდე ეს არის დიდი დამსახურება ბატონ აკაკი ბობოხიძის რომელმაც მოისმინა და გაიზიარა ჩვენი შეხედულებები, ასევე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ქალბატონ ნინო ენუქიძის ასევე ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დავმჯდომარის ბატონ არჩილ ადამიას, საქართველოს მომკავშირის თავმჯდომარის ბატონ დავით ბოკუჩავას, ლევან ჟორდანიას და ა.შ, რომლებიც ესწრებოდნენ ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სხდომას 2012 წლის 13 მარტს.
გმადლობთ უცნობო მეგობარო ასეთი სიცხადის შეტანისთვის ამ საქმეში. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს რამე დამსახურების მისაკუთრებას ამ კეთილშობილ და მონადირეებისთვის გაწეულ უდავოდ დიდ სამსახურში. უბრალოდ იმისთქმის უფლებას ვიტოვებთ რომ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ გ.დ.ი. სამინსრტოს და ბოლოს ენერგეტიკის სამინისტროსაც კითხვით, აღნიშნულ საკითხზე ჩვენი საიტის სახელით რამდენი წერილი მიიღეს. სულ ბოლოს თავად შეგიძლიათ გადაამოწმოთ 9 მარტს მოსული პასუხი გ.დ.ი. სამინისტროდან რომელიც ამ გვერდზე დევს. პირველი წერილი 2010 წლის 25 მარტს გაუგზავნე, მეორე 2011 წლის 20 აგვისტოს, მესამე 2012 წლის 8 მარტს. კი ბატონო ღმერთმა დაგლოცოთ ასეთი კარგი საქმის გაკეთებისთვის და ჩვენ არაფერ შვაში ვიყოთ. მთავარია ის რაზეც ვოცნებობდით ბოლოს და ბოლოს აღსრულდა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ვინც ამ საქმეში თითო აგური დადო....
მეგობარო ერთი რამ მინდა გკითხოთ, უკაცრავად რა მაგის პასუხიადა _ რამ განაპირობა თქვენი ასეთი მონდომებით დღეს ჩვენს საიტზე დარეგისტრირება ჩვენი დამოძღვრა და ამ თემაზე წერილის დაწერა. მერე უცებ გაქრობა და ჩვენს წერილებზე არ რეაგირება? ჩემი აზრით თქვენ გაიგეთ იმის შესახებ რომ ჩვენ არაერთი წერილი გაუგზავნეთ გ.დ.ი. და ენერგეტიკის სამინისტროებს საგაზაფხულო ნადირობის ვადის გაგრძელების მოთხოვნით წყალმცურავ გადამფრენ ფრინველებზე და ეხლა რადგან თქვენ ყოფილი მონკავშირის წევრები იქვე ბრძანდებოდით და მიგიწვიეს, როგორც ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში მცხოვრები მონადირე საზოგადოების (თუმცა მონკავშირი კარგა ხნის გაუქმებული და უფუნქციოა. ცნობისთვის 8 წელი ვიყავი მე ამ მონკავშირის წევრი და ყოველთვიურად 5 მანეთს ვიხდიდი. შემდეგ გააუქმეს ჩემთვის და მრავალი მონადირისთვის გაუგებარი მიზეზებით და 60 მილიონი რუბლი ხალხის ფული ჩაიჯიბეს, არ ვიცი ვინ. ეს მათ სინდისზე იყოს) და თქვენი თანდასწრებით მოხდა ეს სასიკეთო საქმე, ალბათ იფიქრეთ არ მისაკუთრონ ბაზიერელებმა ეს ინიციატივა და მოდით ხალხს გავაგებინოთ რომ ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადიო. თუ ასეა ღმერთმა შვიდობაში მოგახმაროთ ეს სტატუსი, ჩვენ არ გეცილებით. პირიქით მადლობას გიხდით რომ იმ დროს იქ აღმოჩნდით სადაც ყოველი ქართველი პატიოსანი მონადირის ადგილი იყო...
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!