მთავარი » 2012»ივნისი»16 » ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და ...დებულება
01:38:10
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და ...დებულება
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.
მოგეწონათ ძმებო ეს ყველაფერი,რანაირი ვადებია დაწესებული და საერთოდ ისეთი ობიექტებია ჩამონათვალში ზოგიერთ მათგანს საქართველოში ნორმალური მონადირე უსროლელს გაუშვებს და აზრადაც არ მოუვა მასზე სროლა.რას გავს ეს?
"დათუნიკო" მტვრევა რო არ ვარგა ბატონო დავით და არაფერი კარგის მომტანია, გავიძახი სულ, მარა ასვენებთ გამჩენიი?! დიდი პატივია ჩემთვის ჩვენი საიტის ბერმუხა უხუცესი ბაზიერელის შეფასება და იმ აზრების გაზიარება რაც დავწერე. რაღაც ჩვენც ვიცით და თუ რამე ისეთი დაიწერა არ მომწონს კიარა! კომენტირებაა საჭირო რა სჯობს და რატო არ მოგეწონათ! საერთოდ ეს ნერვების მომშლელი ლაიქები ბატონო ადმინ უნდა გაიშიფროს ვინ წერს და იქნებ გამოვასწოროდ ჩემი თხოვნა იქნება როგორც გენერალი გენერალს
ვის არ მოწონს ჩემი კომენტარები მიაწერეთ ვინ ხარ და რატო არ მოგწონს ენუქიჩის დაკომენტარებები? ნიკაძიას აუხსენი რა იყო კანონის წაკითხვის დროს ყურადსაღები და ავხსენი რადგანაც არ წერია ესეიგი 5 კმ აღარ არისთქო. სხვაგანაც ვნახე დონ'თ ლაიქები და რას ბავშვობს თუ ისაა კიდე კაი ხედავს ხალხი აქ ვისი ნაწერია მოსაწონი და ვისი არა.
Nikadzia ეს არის მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულება რომელშიც შესულია ყველა ცვლილება რაც კი შეუტანიათ ბოლო 2-3 დღემდე. შეცდომაში შეყვანაზე თუ მიდგა საქმე მაშინ გამოდის რომ მინისტრს შეყავს ხალხი შეცდომაში და არა საიტს.
თქვენ თვლით რომ ამ კანონის მიხედვით 5კმ რადიუსი ქალაქიდან უნდა იქნეს დაცული? მე ვერ ვხედავ ამას და სხვისი აზრიც მაინტერესებს ვინმე თვლიის რომ აქ არის ეგ გათვალისწინებული? შეცდომაში შევყავართ მინისტრს ამ კანონით იმ შემთხვევაში თუ სადმე წერია რომ 5კმ უნდა იყოს დაცული და ამ კანონით არ არის გაბათილებული. უბრალოდ მაინტერესებს რომ გავარკვიოთ სხვა კანონიც უნდა გავითვალისწინოთ თუ ეს არის საკმარისი?
აქ საინტერესოა მტაცებელი ფრინველის წვრთვნა დაიჭვება ნადირობის დროსო, ანუ მხოლოდ აგვისტოში შემიძლია თურმე ამხელა მუტრუკი ჩიტის გაყვანა! აგვისტომდე ათასჯერ არის შესაძლებელი დაადევნო იმხელაა ბარტყი, ხოლო აგვისტოში კიარ წვრთვნი არამედ ნადირობ! აბა სტოიკა მაგას არ უნდა და არაფერი! კანონის ეს მოთხოვნა ნიშნავს რომ აგვისტომდე ფრინველი არ აიყვანო ბუდიდან! ყველამ კარგად იცით რომ მტრედებს ვაჭმევთ, მე რო წავიყვან მტრედს მინდორში ივლისში ჩემი ქორის საგეშად, კანონის დამცველი მოვა და არასეზონზე ნადირობად მონათლავს ამ ჩემს ქმედებას! ამიტომ გვეუბნებიან დაიჭირე აგვისტოში ფრინველი და გაწვრთვენი სეზონის გახსნამდე. ისე სამართლიანია და კარგი გამოწვევა ბაზიერისთვის ოღონდ ვისაც რამოდენიმე წელი უნდა ყავდეს და სხვა დროს რა ქნას ბინაში ავარჯიშოს? მე კაი დიდი ზალა მაქ:)) მემგონი არაფერი შეზღუდვა უნდა იყოს! უბრალოდ ჩააბაროს ბაზიერობის მსურველმა გამოცდა და როცა საბუთი ექნება მან იცის სად და როდის უნდა გაიყვანოს მტაცებელი! როდის და რომელი ხიდან აიყვანოს იგი და როდის დააბრუნოს ბუნებაში!
7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. (27.12.2011 N 275)
ეს ნიშნავს თუ არა რომ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრიდან 5კმ რადიუსი მოიხსნა?
საერთოდ როცა კანონში არ წერია ესეიგი მოიხსნა, მეც მასე ვიცოდი 5 კილომეტრიანი რადიუსი რო იყო. ეხლა რადგანაც არ წერია (და ეს სპეციალური ნორმაა უნდა ეწეროს), არა მგონია სადღაც კანონი კვანტს უდებდეს მონადირეს სხვა კანონიც უნდა წაგეკითხაო..მემგონი უაზრობაა 5 კილომეტრი, რადგანაც საფანტს ვისვრით. ამიტომ მგონია მარტო ის უნდა გავითვალისწინოთ რაც არის დაწერილი
აბა არ წერია და მე თუ ეს წავიკითხე და ამის მიხედვით წავედი სანადიროდ დამესიზმრება 5 კმ რადიუსი? თუ არის კიდე + დანართი ან ჩასწორება დაიდოს ეგეც თორე ბევრს შეიყვანს შეცდომაში. რაც აქ წერია მაგის მიხედვით შემიძლია ნადირობა თბილისის ადმინისტყრაციული საზღვრის გარეთ 100მ შიც და 500მ შიც
12. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები. (27.12.2011 N 275)
"დაუმუხტავი" ცარიელს ნიშნავს თუ ხალასტოის მარტო ხმა რომ აქვს?
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!