მთავარი » 2012»აპრილი»22 » წლინახევრამდე ასაკობრივი ჯგუფის მონადირე ჯიშის ძაღლების წინასაგამოფენო დათვალიერება
15:52:54
წლინახევრამდე ასაკობრივი ჯგუფის მონადირე ჯიშის ძაღლების წინასაგამოფენო დათვალიერება
დღეს თბილისში , ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართა მონადირე ძაღლების წლინახევრამდე ასაკობრივი ჯგუფის დათვალიერებე-გამოფენა, გამოფენის მიზანი იყო ახალი თაობა სხვადასხვა მონადირე ძაღლის ჯიშებისა დაეთვალიერებინათ და არა შეეფასებინათ, ამის მიზანი ის არის რო მაისში ძაღლებს საველე დიპლომების გამოცდები უწევს, შესაბამისად ძაღლები ამ ახალი თაობიდან უნდა გავიდნენ საველე გამოცდებზე.ძაღლები დაათვალიერეს და შეამოწმეს ექსპერტებმა , ინგლისურებიდან (პოინტერი, ინგლისური სეტერი) არცერთი ძაღლი არ ''დაიბრაკა'' . მრავლად იყო პოინტერები, ინგლისური სეტერები, კურცჰაარები და დრათჰაარები. რამოდენიმე ირლანდიური ''ყვინჩილაც'' იწონებდა თავს. ძაღლებმა საველე გამოცდებამდე უნდა აიღონ პასპორტები რისი უფლებაც ფაქტიურად დღევანდელი შემოწმების შემდეგ მიეცათ. მწყერიც ნელნელა გამოჩნდა თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე , ბალახის საფარია დაბალი რაც მწყერის მასიურად შემოსვლას და ძაღლის მომზადებას ხელს უშლის , მაგრამ სადღაც ერთ კვირაში ალბათ ყველაფერი კარგად იქნება და სუფთა სისხლის ძაღლის პატრონებს თავიანთ ოთხფეხა შეგირდებთან ერთად მოუწევთ ვარჯიშები და მეცადინეობები საველე დიპლომებისთვის. რაც შეეხება თავად გამოფენას მინდა ავღნიშნო რო ხალხის აქტიურობა აშკარად იგრძნობოდა, აღსანიშნავია აგრეთვე ჩვენი კოლეგა საიტი-კლუბის ოჩოპინტრე ჯის მონდომება სუფთა სისხლის ძაღლების მოშენებაში, სადღაც 15ტამდე წლინახევრამდე ასაკობრივი ჯგუფის ძაღლი ყავდათ გამოყვანილი გამოფენაზე და საველე დიპლომებზეც დიდ იმედებს ამყარებენ. მე კიდევ ვიდექი მარტო ჩემს პერისთან ერთად... მგონი დროა რო უფრო მეტად გამოვფხიზლდეთ და სმაილების წერის მაგივრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც ვაკეთოთ ჩვენი საიტისთვის
ძალიან მიხარია რომ მონადირეების უმეტესობა უკვე ისწრაფვის საგვარეულო-ჯიშიანი მეძებრების მოშებით !! ეს მიმართულება იძლევა სწორი ნადირობის კულტურის დამკვიდრებას ჩვენთან , რაც სამწუხაროდ დღევანდელი მდგომარეობით სავალალო მდგომარეობაშია :( თორემ ნადირობით მურია და მურადა რომ არ მყავდეს ისედაც მოვიპოვებ ნადირ-ფრინველს სხვადასხვა ხერხებით , მაგრამ მე ამ ყველაფერს ნადირობისთან ვერ ვაკავშირებ !!! მე არ ვაძაგებ უჯიშო მეტისს მონადირე ძაღლებს!! ძალინ კარგი მომპოვებლები არიან :) მაგრამ საგვარეულო-ჯიშიანი ძარლებით ნადირობა მაინც სულ სხვა ტრადიციაა ნადირობაში , მარტო იმათ რა ღირს რომ შენ წვალებით და ნერვების ფასად გაზრდილი ძარლი საველე-გამოფენებზე რომ გასახელებს ??? არანაკლებ სიამოვნებას განიჭებს რასაც სანადიროთ განიცდი მონადირე :) ასე რომ ბიჭებო დროა უკვე სწორი მიმართულება მივცეთ მომავ მონადირეებს და ნელ-ნელა დამკვდრდეს სწორი ნადირობის კულტურა და ბრაკონიერობა - მავნებლობა მოისპოს :) ბევრმა ნამდვილად არ იცის რომ მისი ნამოქმედარი ბრაკონიერობაა და ნადირობას ეძახის თავის საქციელს !! მართებულად მიმაჩნია კლუბების აგიტაცია ამ საქმის ირგვლივ , ბევრმა შეიცვალა აზრი და სწორ გზას დაადგა რაც სასიხარულოა პირადათ ჩემთვის :)
იმედია მომავალ გამოფენებზე ბაზერიდან ბევრ მონადირეს ვიხილავ გამოფენა-საველეებზე , ჩვენთან ოჩოპინტრეზე თითქმის ყველას გყვავს საგვარეულო მქონე ძარლები , დღეს უმეტესობამ ვერ მოახერხა კიდევ გამოყვანა .3 წლის უკან იგივე პრობლემა გქვონდა ცვენც რაც ადმინი წუხს უჯიში-ჯიშიანი მეძებრებისპოლემიკით , მაგრამ დავძლიეთ :) ასე რომ დამწყებო და მომავალო მონადირეებო დაუჯერეთ თქვენს ადმინებს და მომავალ სეზონისთვის ჯიშიანი ძაღლები გამოგეყვანოთ ასპარეზზე :)
მართალი ხარ ჩემო კრიმანჭული. ახალგაზრდები არიან და საერთოდ არ აინტერესებთ ეს პროცესები. 18 წლის ვიყავი პირველად ბათუმში გამოფენაზე რომ წავიყვანე ავტობუსით ჩემი შოტლანდიური სეტერი. მეც მივიღებ მონაწილეობას ჩემს როქსისთან ერთად საველე გამოცდა-გამოფენაში, როგორც კი ასაკით წლინახევრის შესრულდება...
ნელნელა ჩვენთანაც მომრავლდება იმედი მაქვს სუფთა სისხლის ლეკვები და შემდეგში საველე დიპლომებიც ექნება საიტს, ამის დიდი იმედი მაქვ რადგანაც ამის პოტენციალი აშკარად ჩანს, მცირე მაგრამ მაინც, მთავარია რო მონდომება იყოს ახალგაზრდებიდან, სურდეთ ლეკვი და რო იზრუნოს მასზე ამისთვის მზად იყვნენ. გასაგებია ისიც რო ყველას არ ესმის ღირებული და ფასეული მხარე სუფთა სისხლისა, იმაზე მეტი ითქვა ამასთან დაკავშირებით ჩვენთან ვიდრე საჭირო იყო , მაგრამ ხალხს ხო ხედავ მაინც სხვა აზრი აქვს და ყოველთვის წინააღმდეგობაში მოდიან, ამიტომ საერთოდ უნდა ვუგულვებელვყოთ ესეთი თემები, 4000 კაცამდე დარეგისტრირებული წევრიდან კარგადაც გამოჩნდა საქმეში ვინაა ნამდვილად წევრი და ვინ არა, ხოდა შემოვა ვიღაც 4001-თე და იტყვის-- რავა ძამა მე რო მყავს მურადა რეიზაა შენს არისტოკრატზე ნაკლებიოოო? ხოდა მერე დავიწყებთ თავიდან ახსნას ისევ ამიტო და ამიოტოვო!!! ისევ დაიწყება დებატები ისევ იგივე და ისევ წყლის ნაყვა. ასე რო ვინც უსაბუთოს ახსენებს( ვინც არაწმინდა სისხლის აგიტაციით დაკავდება)
krimanjuli კეთილი შურიტ მშურს ოჩოელების, იგრძნობა რომ ბევრი პროფესიონალი მცოდნე ყავთ და უსმენენ, ჩვენთანაცაა ასეთი ხალხი(მე პირადად ბექა ვიცი) და არც კი ვუსმენთ. შენ კი გილოცავ ასეთ კარგ მეგობარს, სულ ტიტულებით გახარებულიყავით. მეც მინდოდა ჩამოსვლა მაგრამ ძაღლი მყავს ავად(კანის პრობლემა აქვს და იმედია მალე მოვარჩენთ), თან ოჩოზე წავიკითხე რომ 3დან 10 თვემდე ლეკვების დათვალიერება იქნებოდა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!