მთავარი » 2014»იანვარი»12 » შსს მინისტრის ბრძანება: სამინისტროდან დაითხოვონ ბრაკონიერობაში მხილებული პოლიციელები
05:12:44
შსს მინისტრის ბრძანება: სამინისტროდან დაითხოვონ ბრაკონიერობაში მხილებული პოლიციელები
არაოფიციალური, სანდო წყაროებით გადამოწმებული ინფორმაციით, რამოდენიმე დღის უკან, შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა შიდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ის თანამშრომელი, რომელიც მხილებული იქნება ბრაკონიერობაში, განთავისუფლებული იქნება სამსახურიდან. ამ ბრძანების გაცნობაზე, ყველა პოლიციელმა მოაწერა ხელი. ეს ყველაფერი, ლოგიკურად, გარემოს დაცვის მინისტრის მიერ, შინაგან საქმეთა მინისტრთან მიღწეული შეთანხმებაა, და ეს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია.
იმედია ეს ყველაფერი ქაღალდზე დაწერილი არ დარჩება. ის ბრაკონიერი პოლიციელი, რომელიც ადრე თავისი პოლიციელობით სარგებლობდა და ბრაკონიერობდა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლა როდესაც ბრძანების შიშით ვერ იბრაკონიერებს, არც სხვას მისცემს ბრაკონიერობის საშუალებას
მისასალმებელია თუ მართლაც ხელი მოაწერინეს და განთავისუფლებით დაემუქრნენ ბრაკონიერობის შემთხვევეში, მაგრამ ვინ უკონტროლებს ეგაა საკითხავი-ნადირობენ თუ ბრაკონიერობენ.მართლაც წინგადადგმული ნაბიჯია თუ შეუსრულეს.
არცერთ ძალოვანს არ ქონია წახალისება და ხელშეწყობა, ეს ისე, ინფორმაციისთვის, დაველოდოთ შედეგებს, თუ გგონიათ, რომ ეს ბრძანება ნადირ-ფრინველს მოამრვლებს.....
როდის იყო ძაღლი-ძაღლის ტყავს ხევდეს,ვიღაცა დაბალ ღობეს დააჯარიმებენ და ხალხს დაანახვებენ ვითომ საქმეს აკეთებენ თორემ ყველაფერი ისევ ისე იქნება როგორც ადრე იყო.მე პირადად არასოდეს არ დავიჯერებ მათ პატიოსნებას.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!