მთავარი » 2012»მარტი»9 » ბაზიერელებო აი როგორი პასუხი მივიღე გ.დ.ი. სამინისტროდან.
17:58:56
ბაზიერელებო აი როგორი პასუხი მივიღე გ.დ.ი. სამინისტროდან.
სახელი nugomonadire ელ–ფოსტა nugo10.15@mail.ru შეტყობინება.საქართველოში 5 წელია არსებობს მონადირეების ინტერნეტ საიტი bazieri.ge . ჩვენი ლამაზი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხიდან არის ათასობით ადამიანი ამ საიტზე გაწევრიანებული. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გვსტუმრობს საიტზე და ინტერესდება ჩვენი საქმიანობებით. დიდი სურვილი გვაქვს გ.დ.ი. და ენერგეტიკის სამინისტროებთან დავამყაროთ მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები და ჩვენის მხრივ დახმარების ხელი გაუწოდოთ თუ რაიმეში დავჭირდებით აღმიშნულ სამსახურებს. მანამდე კი გვაქვს ერთი მეტად დელეკატური საკითხი, უფრო სწორედ თხოვნა ნადირობის ვადებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, სადაც არსებობს პრაქტიკა საგაზაფხულო ნადირობის წყალმცურავ გადამფრენ ფრინველებზე. საქართველოში არის ყველა პირობა იმისა რომ დადგინდეს ვადები საგაზაფხულო ნადირობის აღნიშნულ ფრინველებზე. მოგეხსენებათ, რომ შავი ზღვისპირეთი, ანუ კოლხეთის დაბლობი ცნობილია როგორც ძაბრი გადამფრენი ფრინველების დისლოკაციისა. ყოველ წელს, თებერვლის თვის მეორე ნახევრიდან იწყება და 31 მარტამდე გრძელდება გადამფრენი წყალმცურავი ფრინველების მასიური შემოფრენები ჩვენს რეგიონში. ამიტომ გთხოვთ საქართველოს მონადირეების სრული უმრავლესობის თხოვნა, რომელიც გამოცდილი მონადირეების მრავალწლიანი დაკვირვებებით არის ნაკარნახევი _ გამომდინარე იქედან, რომ დაწყვილებას ადგილობრივი წყალმცურავებიც მარტის თვის მეორე ნახევრიდან იწყებენ, და რომ არაფერი ვთქვათ სტუმარ ფრინველებზე, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ წყვილდებიან ემიგრაციაში და ელოდებიან საბოლოო ბუდობის და გამრავლების ადგილებში(ქვეყნებში)დაბრუნებას. სრულიად საქართველოს მონადირეების დიდი უმრავლესობის სახელით გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და 2012-2013 წ.წ. ნადირობის ვადების დამტკიცების დროს მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. სეზონი გაიხსნას 15 აგვისტოს და დაიხუროს 20 მარტს. შენიშვნა _ იქ უნდა განისაზღვროს 1 მარტიდან 20 მარტამდე მხოლოდ წყალმცურავ გადამფრენ ფრინველებზე დაიშვას ნადირობა. გულისხმიერებისათვის და დახმარებისათვის წინასწარ გიხდით დიდ მადლობას...პატივისცემით საიტი bazieri.ge ხელმძღვანელობა და სრულიად საქართველოს მონადირეთა კავშირი...
09 марта 2012, 11:13 от "PRESS \(MOE\)" <press@moe.gov.ge>: მოგესალმებით,
მოგეხსენებათ, რომ 2011 წელს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ბუნებრივი რესურსები გადავიდა ენერგეტიკისა და ბუნებირი რესურსების სამინისტროში, შესაბამისად ნადირობასთან დაკავშირებულ საკითხებზე უნდა დაუკავშირდეთ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს.
რაც შეეხება, გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, გარემოს დაცვის სამინისტრო ყოველთვის მზად არის თანამშრომლობითვის.
პატივისცემით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური Ministry of Environment Proetction of Georgia Public Relations Service 6 G. Gulua Str. 0114. Tbilisi, Georgia თბილისი, 0114, გულუას ქ. N6 Tel/Fax.: (+995 32) 2727234 E-mail: press@moe.gov.ge www.moe.gov.ge
PPlease consider the environment before printing this email.
From: Justice Website [mailto:root@localhost] Sent: Thursday, March 08, 2012 3:58 AM To: press@moe.gov.ge Subject: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
ინიციატივა მართლაც შესანიშნავია.თუ რაიმე სახის აქტიურობა[ხელმოწერები] ან სხვა რამ იქნება საჭირო ამ საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, დარწმუნებული ვარ არც ერთი მონადირე არ მოაკლებს თავის ძალისხმევას.
გაიხარე მამაო. რაღამც ერთხელ დაიძრა ყინული დათბება ალბათ. საქმის კარგად დაწყება ნახევარი საქმის გაკეთებას ნიშნავს. ალბათ გააგზავნიდით იგივე წერილს ახალი მიმართულებით. დაველოდოთ.ცდა ბედის მონახევრეა.გმადლობთ გაწეული სამსახურისათვის.
თუ ნადირობის ვადების გადაწყვეტა და ბუნებრივი რესურსები გ.დ.ი. არ ეკუთვნის მაშინ აფხაზეთის ბრაკონიერებზე რატო გამოვიდა გ.დ.ი და არა ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელი. ჯერ მემგონი თვითონაც არ იციან ვინ ვის ეკუთვნის.
არ გამიკვირდება იგივე ტექსტით გადაგვამისამართონ ისევ პირველთან როცა მივწერთ ენერგეტიკის სამინისტროს და სულ ბოლოს თუ გაერკვევიან და დასაბუთებულ პასუხს დადებენ მაშინ მოგვწერენ, მანამდე ასე საცერით წყალს გვაზიდინებენ
ძმებო დაუდგეთ ერთმანეთს ამ კარგ და სწორ ამბავს გვერდით და მივაღწიოთ იმას რო კანონის მიღების დროს გაითვალისწინონ ჩვენი მოსაზრებები, და იხელმძღვანელონ ნამდვილი მონადირეების გამოცდილებიდან
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!