მთავარი » 2013»მარტი»5 » მგლების ხროვამ 10 წლის ბიჭი ნაფლეთებად აქცია
12:58:56
მგლების ხროვამ 10 წლის ბიჭი ნაფლეთებად აქცია
04-03-2013
რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში, სოფელ ესეიში მგლების ხროვა 10 წლის ბიჭს თავს დაესხა. დედამ შვილის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიჭუნამ ძმა სოფლის ბოლოში გააცილა და იმის მიუხედავად, რომ მოსაღამოვდა, შინ არ დაბრუნდა. მთელი სოფელი დაირაზმა დაკარგულის მოსაძებნად, თუმცა ამაოდ. მოგვიანებით გამწარებულმა დედამ ესეის ტბასთან შვილის დაგლეჯილ სხეულს მიაგნო. ბავშვი მხეცებს ნაფლეთებად ექციათ. სამწუხაროდ, ბიჭუნას გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. კრასნოიარსკის მხარის მილიცია ტრაგედიის ადგილზე ვერტმფრენით ჩაფრინდა და მოკვლევის შემდგომ სოფლის გარშემო მოხეტიალე ცხოველების, მათ შორის, გატყიურებული ძაღლების ლიკვიდაცია გადაწყდა.
რაღაც სატანური ბუდე მოქმედებს იასონ ბადრიძის ხელმძღვანელობით საქართველოში და რაღაც ორგანიზაციაა აქვთ ჩამოყალიბებული და ისინი იცავენ მგელს და ტურას,ესენიც უჯერებენ,რადგან ბუნების მცოდნე კაცი უნდა სამინისტროში,რომელსაც ესმის თუ რა დიდ ზარალს აყენებს ეს ორი ცხოველი საქართველოს ბუნებას.მოსპო ტურამ მიცაზე მობუდარი ფრინველი,გააჩანაგა მგელმა ისედაც შემცირებული ჩლიქოსნები,დაიმშა მგელი ტყეში რომ ვერაფერი ნახა და სოფელს შეესია..რამოდენიმე წლის უკან იასონ ბადრიდზემ რამოდენიმე ათეული მგლის ლეკვი ბორჯომის ნაკრძალში გაუშვა,არგუმენტი ასეთი იყო,მგელი სალაფავის ჭამას უნდა შევაჩვიოო,კარგი ბატონო სანამ შენთანაა მანამდე აჭამე სალაფავი,მაგრამ საინტერესოა ტყეში ვინ მოუმზადებს სალაფავს?აი ასეთი ხალხის ხელშია დღეს ჩვენი ფაუნა
გამარჯობათ კარგო ხაკლხო მე თუ მკითხავთ ეხლაა მაგათი დახოცვის პერიოდი ყველა ერთად ჯოგად დადის სადაც შემხვდება იქ მოვკლავ და ყველა ასე რომ მოიქცეს ყველას ხომ არ დაიჩერენ,ჯერ ეხლა რამდენია და მომავალ ზამთარს უფრო გამრავლდება და მერე მართლა არც გარეული დარჩება და შინაურსაც არ დაადგება კარგი დგე
საბჭოტა ქვეყნების გარდა სადმე ამდენი მგელი არსებობს? ხროვა უნდა შეასიო პარლამენტში და სამინისტროში, რა ჯანდაბად უნდათ მგელი ვერ ვხვდები რა ჯანდაბის სანიტარია, მგელს რო ყავს დამცველი ნუთუ კავკასიურ ირემს და შველს დამცველი არ ყავს ქართულ საზოგადოებაში კოლხური ხოხობი გაქრობის პირასაა სირცხვილია
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!