1995 წელს თოთხმეტი მგელი გაუშვეს იელოუსთოუნის ნაციონალურ პარკში (Yellowstone Narional Park). მკვლევრები ვერც კი წარმოიდგენდნენ , რომ ეს რადიკალურად შეცვლიდა პარკის ეკოსისტემას. ამ ადგილზე 70 წლის განმავლობაში მგლები არ ბინადრობდნენ. პარკში უამრავი ირემი ცხოვრობდა, რომელიც წლების განმავლობაში უკონტროლოდ მრავლდებოდა ( ადამიანების მცდელობამ, ირმების კონტროლისა და პოპლულარიზაციის მხრივ, ეკოლოგია დააზარალა), მათ ზიანი მიაყენეს ფლორას.
უდავოა, 14 მგელს არ შეეძლო გაენადგურებინა ყველა ირემი, თუმცა მტაცებლებმა აიძულეს პარკის ბინადრებს ფრთხილად შეერჩიათ საძოვარი ადგილები და გასცლოდნენ გარკევულ ტერიტორიებს. ირმებისგან გათავისუფლებულ ადგილებზე გამრავლება დაიწყეს სხვადახვა სახეობის მცენარეებმა. 6 წლის განამვლობაში ხეების რაოდენობამ მოიმატა ხუთჯერ. ამასთანავე, გაჩდნენ თახვები, რომლებიც ხით იკვებებიან და აშენებენ მიწის ფუღუროებს. წყლასაცავებში მომრავლდენ იხვები და თევზები. მგლებმა შეძლეს შეემცირებინათ ტურების რაოდენობა, რაც გახდა კურდღლების და თაგვების გაჩენის მიზეზი, ასევე გამრავლდა ქორი, სინდიოფალა და მელია.
ნაციონალურ პარკში მოვიდნენ დათვებიც , რომლებიც მგლის საკვების ნარჩენებით იკვებებოდნენ, ამასთანავე გამრავლება დაიწყო კენკროვანმა მცენარეებმა.
ყველას გასაკვირად, მგლების პაკრში გამრავლებით მდინარეების კალაპოტი შეიცვალეს. შემცირდა ტბის და მდინარეების სანაპიროებზე ეროზია. ყოველივე ამის მიზეზი იყო მგლების ზემოქმედება ირმებზე, რადგან ეკოსისტემამ დაიწყო დადებითი ცვლილებები.( სანაპიროზე გაიზარდა ხეები , ასევე გამრავლდა ბალახიც.) შეიცვალა პარკის გეოგრაფიაც. ყოველივე ეს თოთხმეტი მგლის დამსახურებაა, რომელიც იელოუსთოუნის ნაციონალურ პარკში დაახლოებით 13 წელია ბინადრობს.
მგელს ისეთი სარგებელი მოაქვს ბუნებისთვის რომ საიდან დავიწყო ჩამოთვლა აღარ ვიცი საცოდავ გლეხებსაც შველის ხოლმე ოჯახის მარჩენალ ძროხას რო შეუჭამს ლოცავენ და ადიდებენ მგელს მადლიერებისგან აღარ იციან რა მოიმოქმედონ:069:
ინგილსს რა ეშველება და ამ მგლების გაწყვეტით ერთ-ერთ საუკეთესო სამონადირეო ქვეყანად იქცნენ მსოფლიოში, ბიომრავალფეროვნების სწორი კონტროლის ხარჯზე რა თქმა უნდა
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!