მთავარი » 2015»აპრილი»3 » მგლების დახოცვის უფლება ზუგდიდისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებმაც მიიღეს.
20:48:35
მგლების დახოცვის უფლება ზუგდიდისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებმაც მიიღეს.
ზუგდიდისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებმა მგელების დახოცვის უფლება მიიღეს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებებით ირკვევა.აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის ნებართვა ერთი თვის წინ თელავის, სენაკისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებმაც მიიღეს. ასევე, 9 მარტის განკარგულებებით, მგლების დახოცვის ნებართვა მიღებული აქვს წყალტუბოს, ადიგენისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებსაც.
12 მარტის განკარგულებით, ამგვარი უფლება ასევე მიიღეს ქობულეთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებმა. თეთრიწყაროს შემთხვევაში საუბარია 5, ხოლო ქობულეთის - 6 მგელზე. საერთო ჯამში, ნებართვა 68 მგლის მოკვლაზე გაიცა.
გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ასეთი რეგულაციები მხოლოდ იმ შემთხვევებში გაიცემა, როდესაც მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან მათ ქონებას გარეული ცხოველის მხრიდან რეალური საფრთხე ექმნება.
5 მგელი და 6 მგელიო:) აზრზე მოსვლამდე,ჯერ ბევრი აკლიათ.ახლა მეორე.მგელზე მონადირეების ხომ ტევა აღარ არის.შნო უნდა მაგსაქმეს,შნო და კარგი ძაღლი კიდევ,მოაზროვნე თავზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!