ბუჩქებიდან ჩუმად მომიახლოვდა და ტუჩებში დამეტაკა - ხონში ტურა ქალს თავს დაესხა
1 ნოემბერი 14:48
ხონში, პატარა ჯიხაიში ადგილობრივ მაცხოვრებელს ტურა დაესხა თავს. როგორც თავდა დაზარალებული ქალი აცხადებს, ცხოველი მას ბუჩქებიდან უახლოვდებოდა, თავად კი ჩათვალა რომ ძაღლი იყო და ყურადღება არ მიუქცევია:
"კარალიოკს ვჭამდი, არ დავკვირვებივარ, ძაღლი მეგონა. ბუჩქებიდან უცებ მომიახლოვდა და დამეტაკა ტუჩებში პირდაპირ. ვერაფრით ვერ მოვაშორე და ხელები ჩავყავი, ტუჩები არ მომაგლიჯოს-მეთქი, ორივე ხელებით დავაბერტყე დაბლა და დავაჭირე ფეხი და დავიძახე-მიშველეთ! მერე ნაჯახით მოკლეს და მერე სასწრაფოც გამოვიძახეთ",- ამბობს ნანა მიქაძე.
წყარო: http://newposts.ge
|