კიდევ ერთი მგლის ლიკვიდაცია ოზურგეთის მონადირეთა ჯგუფმა დღს მოახდინა.
როგორც "გურიის მოამბეს" ჯგუფის წევრებმა აცნობეს, მტაცებლის ლიკვიდაცია დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ურეკის თემის სოფელ წვერმაღალაში მოხდა.
მონადირეების განცხადებიტ, ამ დროისათვის ოზურგეთის მონადირეთა ჯგუფს 7 მგლის ლიკვიდაციის უფლება ჰქონდათ და წვერმაღალაში მოკლული მტაცებელი მეშვიდეა:
"გვესმის რომ სერიოზული პრობლემაა და მომრავლებული მტაცებელი თითქმის ყველა სოფელში ანადგურებს პირუტყვს და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, მაგრამ თუ არ მივიღეთ ნებართვა ცენტრალური მთავრობიდან, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, შეზღუდული ვართ განვახორციელოთ მსგავსი ღონისძიებები ამ ეტაპზე" - აცხადებენ ოზურგეთის მერიასთან არსებულ მონადიორეთა ჯგუფში.
წყარო: http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=44887&fbclid=IwAR3lo4mKSxvJ54riWgQOj3iAm261K5gUxhSoJzCmDiC9-e6rv4GUQisFZ_s#.Xm-dfJUDmyA.facebook
|