მთავარი » 2013»აპრილი»18 » ესტონელმა მეცნიერებმა ძაღლისა და მგლის ჰიბრიდი აღმოაჩინეს
14:21:14
ესტონელმა მეცნიერებმა ძაღლისა და მგლის ჰიბრიდი აღმოაჩინეს
ესტონელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ შეძლეს ადგილობრივ ტყეებში მგლისა და ძაღლის ნაჯვარის არსებობის დამტკიცება, - იუწყება ”ინტერფაქსი”. საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, ზამთრის განმავლობაში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში რვა მგელი მოკლეს, თუმცა ექვსი მათგანის შეფერილობა არატიპიური იყო და მონადირეებს შორის ეჭვის საფუძველი გახდა, ნამდვილად იყვნენ თუ არა ეს უკანასკნელნი მგლები. ტარტუს ეკოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა მათი დნკ-ს ნიმუშები აიღეს და მათმა ანალიზმა აჩვენა, რომ მგლების ხროვამ თავის რიგებში ჰიბრიდული ცხოველები მიიღო, რომლებიც მაწანაწალა ძაღლების შთამომავალნი იყვნენ. მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!