2014 წლის 27იანვარს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურის სწრაფირეაგირების თანამშრომლებმა, სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე დაათვალიერეს ქ. გორში სანერგე მეურნეობის მიმდებარე ტერიტორია და მდინარე კოშკზე გადებულ რკინის მილზე, რომელიც საცალფეხო ბილიკად გამოიყენება, მილსა და მოაჯირს შორის უკანა ფეხით ჩაჭედილი მგელი აღმოაჩინეს. აღნიშნული ინფორმაცია გადასცეს ქ. გორის საპატრულო პოლიციასა და ზოოპარკის ხელმძღვანელობას. ვეტერინარმა ი. რობაქიძემ, მგელს სამედიცინო დახმარება გაუწია და იმობილოზაცია ჩაუტარა. მკურნალობის შემდეგ, მგელი ატენის ხეობაში გადაიყვანეს და ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს.