თელავის რაიონის სოფელ აკურაში 21 ივნისის გამთენიისას ცხვრის ფარას მგლები შეესივნენ. მგლებმა მალხაზიანების ოჯახის კუთვნილი 26 სული ცხვარი გაანადგურეს.
ენრიკ მალხაზიანის ოჯახმა დაახლოებით 4 ათასი ლარი იზარალა. ადგილობრივების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნადირი სოფელს ესხმის თავს. მსგავსი შემთხვევა 2 კვირის წინაც მოხდა, როდესაც მტაცებელი ცხვრის ფარაში შევარდა, თუმცა მაშინ მხოლოდ ერთი ცხვარი დაგლიჯა.
აკურის მოსახლეობა ხელისუფლებას სამონადირეო ჯგუფების შექმნას სთხოვს.
ასე იოლად მგლის მოკვლა არ იქნება, ტურა კი არ არის ჩაუყენო კვალში ძაღლი და გააგორო ბოლოში, ძალიან ბევრი მონადირე უნდა შეიკრიბოს და გამოცდილი ძაღლები უნდა თანაც ბევრი,მერე შეიძლება ფიქრი რო რამოდენიმეს მაინც მოკლავ
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!