დაცული ტერიტორიები სააგენტო "ფეისბუქზე" ფოტოხაფანგით გადაღებულ სურათს აქვეყნებს. ფოტოზე თბილისის ეროვნულ პარკში გავმოყრილი მგლების ხროვაა ასახული.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა სურათზე ძალიან საინტერესო კომენტარი დატოვა:
"პატარა ისტორია მგლების შესახებ ადრეც მეწერე ერთ-ერთ ფოტოზე და კიდე დავწერ - 1995 წელს 14 მგელი გაუშვეს იელოუსთოუნის ნაციონალურ პარკში. ზოოლოგებს და სხვა დამკვირვებლებს ვერ წარმოედგინათ, რომ ეს სვლა მკაფიოდ შეცვლიდა პარკის ეკოსისტემას. 70 წლის განმავლობაში ეს პარკი მგლების გარეშე არსებობდა. ამავდროულად პარკში ბინადრობდა უამრავი ირემი, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში უკონტროლოდ მრავლდებოდნენ (ადამიანების მიერ ირმების პოპულაციის კონტროლის ყველა მცდელობამ წარუმატებლად ჩაიარა), რამაც საგრძნობი ზიანი მიაყენა ფლორას.
რასაკვირველია, 14 მგელს არ შეეძლო გაენადგურებინა ყველა ირემი, თუმცა, მათ აიძულეს ირმებს ფრთხილად შეერჩიათ საძოვარი ადგილები, შესაბამისად ირმები გაეცალნენ გარკვეულ ტერიტორიებს. ირმებისგან გათავისუფლებულ ადგილებზე გამრავლება დაიწყო სხვადასხვა სახეობის მცენარემ. 5 ჯერ მოიმატა ხეების რაოდენობამ 6 წლის განმავლობაში. ასევე გაჩდნენ თახვები, რომლებიც ხით იკვებებიან და აშენებენ ფუღუროებს. წყლასაცავებში მომრავლდენ იხვები და თევზები. მგლებმა შეძლეს შეემცირებინათ ტურების რაოდენობა, რაც გახდა კურდღლებისა და თაგვების გაჩენის მიზეზი, ამან კი თავის მხრივ გამოიწვია პარკში ქორების, კვერნების და მელიების გამოჩენა. ასევე მივიდნენ დათვებიც, რომლებიც მგლის საკვების ნარჩენებით იკვებებოდნენ. გამრავლება დაიწყო კენკროვანმა მცენარეებმაც.
ნამდვილი მოულოდნელობა იყო, როდესაც მდინარეების კალაპოტი შეიცვალა, პარკში მგლების გამრავლების შედეგად. ტბისა და მდინარეების სანაპიროებზე შემცირდა ეროზია. ყოველივე ზემოთხსენებულის ამის მიზეზი იყო მგლების ზემოქმედება ირმებზე, რადგან ეკოსისტემამ დაიწყო დადებითი ცვლილებები. (სანაპიროზე გაიზარდა ხეები, ასევე გამრავლდა ბალახიც.) შეიცვალა პარკის გეოგრაფიაც. ყოველივე ეს თოთხმეტი მგლის დამსახურებაა".
ასევე ვწერთ მეორე კომენტარსაც, რომელიც ამ პირველ კომენტარს მოყვა:მერედა ამ ლამაზ ისტორიებს რომ წერს ვინც წერს იმას რატომ არ იძახის იმ გაშვებულ 14 მგელზე რამდენი ირემი მოდიოდა იელოსთოუნის პარკში? დიახ მგელი საჭიროა ირემის ჯანსაღი პოპულაციისათვის თუმცა ჩვენს ტყეებში ირემზე ბევრად მეტი მგელია და ამის გამო ასე თუ გაგრძელდა ათიოდე წელიწადში საერთოდ აღარ იქნება ირემი არც ჯანმრთელი და არც ავადმყოფი. მგელი ერთი ჭირია და ტურა ხომ საერთოდ, მიაქვს საქართველო მაგ პარაზიტს.
ამ კომენტარის დამწერს მინდა უთხრა, რომ ირმების შესამცირებლად ნამდვილად არაა საჭირო მგელი ამისთვის საკმარისია ნადირობის ლიცენზია და ნადირობის ტურისტული მხრივ განვითარება, რაც სეეხება მაგ 14 მგელს დღეს უკვე ასეულობით იქნება და კიარნშეამცირებს არამედ გაანადგურებს საქართველოს ბუნების ერთერთ ულამაზეს ცხოველს
ადრე ტყავს იბარებდა მონკავშირები თუ ტურის ტყავის შესყიდვის ორგანიზება მოხდება პრობლემა მართლაც მოგვარდება. ტურები მართლაც აუტანლად ბევრია ამას წინათ სოფელში დავრჩი მთელი ღამე ტურების ყმუილი არ შემწყდარა მგონი სოფლის ყველა ეზოს ბოლოდან ხმა მოდიოდა 2-3წლის წინ ასე არ იყო გამრავლება თუ ასე გააგრძელეს სავალალო შედეგს მივიღებთ
ჯერ ეს როდინდელი ფოტოა შარშანაც ვნახე და ამაზე დატოვებული კომენტარი ხო საერთოდ კომბლეს და მგლის ამბავს უფრო დაიჯერებ ვიდრე ამას მგელი მინდა ჩემს სოფელში მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და რომ დავუბრუნოთ ძველ კალაპოტს ხოარ იცით ვინმე ყიდდეს 4მგელი ეყოფა მდინარეს
ჩემ სოფელში მაგალითად აჯამეთის ნაკრძალი გეცოდინებათ სავსეა ტურით უამრავია რასაც ქვია ყველაფერი გაანადგურეს აგარც კურდღელია არაფერი სახლებში შედის ღამე და ხალხს ქათმებს უჭამს და იდზახიან არ შეილება მოკვლაო ნაკრძალში და არ გვაძლევენ მოკვლის უფლებას ესე როგორ შეიძლება გაანადგურა ყველაფერი ამ ტურამ რა
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!