მარნეულში მამაკაცი ტურამ დაკბინა
10-01-2018 მარნეულში მამაკაცი ტურამ დაკბინა. როგორც ,,ინტერპრესნიუსისათვის" გახდა ცნობილი, შემთხვევა ქალაქ მარნეულში მოხდა. მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ მამაკაცს ქვედა კიდურებზე წვივის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. ცენტრის სპეციალისტის ნათელა მაჭარაშვილის განცხადებით, მამაკაცს შესაბამისი აცრები ჩაუტარდა და 10 დღის განმავლობაში ის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
ცენტრში აცხადებენ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2017 წელს ტურის მიერ ადამიანის დაკბენის 9 შემთხვევა დაფიქსირდა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!