09.12.2012 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მცხოვრები კაკო ზოიძის ძროხა საყანე ფართობში მგელმა დაგლიჯა.
პირუტყვი ღამით გარეთ დარჩა და მეორე დღეს მხოლოდ თავისა და ხერხემლის ნარჩენები იპოვეს.
_ ძროხა იმდენად დიდი იყო, ტურა, თუნდაც რამდენიმე, ასე ვერ დაგლეჯდა _ მგლის შეჭმულია, _ ამბობენ სოფელში.
როგორც "გურია ნიუსი" ერთი თვის წინ წერდა, მგელი მეზობელ ქობულეთის
სოფელ მუხაესტატეში გამოჩნდა. ქაქუთიდან აღნიშნულ სოფლამდე კი, ათიოდე
კოლომეტრი თუ იქნება. ფაქტია, ეს საშიში მტაცებელი გააქტიურდა და როგორც
მაშინ გარემოს დაცვის სააგენტოს ოზურგეთის სამმართველოს უფროსმა ნიკა
ნოზაძე გვითხრა, ალბათ, ამ ზამთარში მიმდებარე სოფლებში აუცილებელი გახდება
პატრულირება. მარინე ჩიხლაძე
წყარო: http://gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=6872:2012-12-09-07-23-48&catid=67:2010-11-25-16-47-44&Itemid=112
|