გორის რაიონში მგლების შინაურ ცხოველებზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის.
მგლებმა სოფელ შავშვებში წკრიალაშვილების ცხვრის ფარა მთლიანად გაანადგურეს ამის შესახებ „ნიუპოსტს“ თავად დაზარალებულებმა აცნობეს, ხათუნა წკრიალაშვილი ამბობს რომ ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩნენ „ 21 ბატკანი და 12 დედა ცხვარი შეგვიჭამეს მგლებმა დილით ექვს საათზე გავიგეთ. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ეს იყო იქნებ რამით დაგვეხმაროს მთავრობა. დღეს გამგებელიც იყო ამოსული დახმარებას დაგვპირდა მაგრამ რავიცი აბა რა იქნება“ ამბობს დაზარალებული ხათუნა წკრიალაშვილი. აღსანიშნავია ის რომ გორის რაიონში მგლების შინაურ ცხოველებზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის.
გიორგი ახალკაცი „ნიუპოსტი“ გორი.