დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში, 54 წლის ქალბატონი ტურამდაკბინა. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც რადიო "ჰერეთს" დაზარალებულმა განუცხადა, მას ნაკბენი აქვს ფეხზე, ასევედაკაწრულია სახის არეში.
დაზარალებულს პირველადი დახმარება სოფლის ექთანმა აღმოუჩინა, ახლა კი სასწრაფოდახმარების მანქანით დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი ირწმუნება, რომ სასწრაფო დახმარებამ ქალბატონის საავადმყოფომდე გადაყვანაზე თავდაპირველად უარი უთხრა, თუმცა მას შემდეგ როდესაც შეიტყვეს, რომ ინფორმაცია რადიო "ჰერეთის" ეთერში გავიდა, ადგილზე სასწრაფოდახმარების ჯგუფი გაიგზავნა.
წყარო: http://www.heretifm.com/?2/8026/%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B_54_%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A5%E1%83%90%E1%
|