სოფელ ურთაში მონადირეებმა მგელი მოკლეს
ზუგდიდის რაიონში, სოფელ ურთაში, მონადირეებმა, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, მგელი მოკლეს.
ურთის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მგელმა რამდენიმე რქოსანი პირუტყვი დაგლიჯა. მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას დამატებითი ლიცენზიის გაცემა სთხოვა და ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დამატებით 6 ლიცენზია გასცა.
მეთევზეთა და მონადირეთა წარმომადგენლებს კიდევ 4 მგლის მოკვლის უფლება აქვთ.
წყარო: http://www.newposts.ge/?l=G&id=164705-მგელი,%20მოკლეს
|