ეს ფოტო სერიოზული გზავნილია და მან უკვე ნახევარი მსოფლიო დაიპყრო! აქ საიდუმლო აზრია ჩადებული…
დაფიქრებულხართ ოდესმე რა იერარქია არსებობს მგლის ხროვაში? ბოლო დროს ინტერნეტში განიხილავენ საკითხს, რომ რუხ მტაცებლებს შორის არსებული ურთიერთობები ძალიან გავს ადამიანურ ურთიერთობებს!
ამის დასამტკიცებლად მგლის ხროვის ფოტო მოყავთ, სადაც მგლები დათოვლილ ტყეში გადაადგილდებიან. აი როგორ ხსნიან ცხოველების რიგს ფოტოზე.
ხროვის წინ სამი მიდის სუსტი მგელი. ისინი ნამდვილად დაიღუპებოდნენ, უკან რომ ევლოთ, ასე კი სხვები მათი სვლის სიჩქარეს ყვებიან და ეხმარებიან გადარჩენაში. მაგრამ ამავე დროს ეს დაუძლურებული ცხოველები თავისებურ მსხვერპლად იქცევიან თუ მათ ხროვას წინ ვინმე ჩაუსაფრდა.
მათ უკან 5 ყველაზე ძლიერი მგელი მოყვება, შემდეგ კი დანარჩენი ხროვა. კოლონას კიდევ 5 ძლიერი მგლის კიდევ ერთი ჯგუფი კეტავს და ყველაზე უკან, ცოტა მოშორებით მოდის წინამძღოლი, რომელიც ხროვის ზურგს იცავს და აკონტროლებს მას, არ აძლევს სუსტებს ჩამორჩენის, ან დაკარგვის საშუალებას.
აბა, დაიჯერეთ ლამაზი ისტორია იმაზე, თუ რამდენად ემთხვევა მგლის ხროვის კანონები ჩვენი საზოგადოების წესებს? მაშინ უნდა გული დაგწყვიტოთ! სინამდვილეში ეს ურალოდ ლამაზი ზღაპარია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.
ეს ცნობილი ფოტო კანადის ნაკრძალშია (ვუდ-ბაფალო) გადაღებული. ფოტოზე გაკეთებული ორიგინალი წარწერა კი ამბობს, რომ მასზე აღბეჭდილია დიდი ხროვა, რომელსაც ალფა-ძუ მგელი მიუძღვის.
რა თქმა უნდა არანაირი ჩასაფრების არ ეშინიათ და ხროვის სუსტ წევრებს თავდასხმის წინა ფრონტზე არ უშვებენ. ხროვას უმეტეს შემთხვევაში სათავეში ლიდერი მიუძღვის (ალფა ძუ მგელი, ან ალფა ხვადი მგელი). სწორედ ლიდერი წყვეტს საცხოვრებელი ტერიტორიის, ნადირობის და დაცვის საკითხებს. ის ხროვის კეთილდღეობაზე აგებს პასუხს, ამიტომ ლიდერი მხოლოდ ყველაზე ჭკვიანი ცხოველი ხდება.
წინამძღოლი ყოველთვის არ მიუძღვის წინ. ის შეიძლება ერთი ჯგუფიდან მეორესთან გადაადგილდებოდეს, ამ დროს ის ამოწმებს ხროვის ყველა წევრს.
ცხოველები მიდიან კოლონად, რომ ენერგია შეინარჩუნონ. ღრმა თოვლში ძნელია გადაადგილება, ამიტომ მგლები ერთმანეთს მიყვებიან. წინ წასული სუსტი ცხოველები მალე გამოვიდოდნენ მწყობრიდან, ამიტომ თოვლში პირველები ძლიერი და ამტანი მგლები მიდიან.
თუმცა მგლის ხროვაში მართლაც არსებობს მკაცრი იერარქია. ყველა მგელი ალფა-წყვილს ემორჩილება. მათ უკან ბეტა-წყვილები მოჰყვებიან, შემდეგ გამა-მგლები და ყველაზე ქვედა იერარქიული საფეხურია - ომეგა-მგლები, რომლებსაც ასაკოვანი მგლები და მგლის ლეკვები მიეკუთვნებიან.
მგლები ძლიან ერთგულები არიან. მათი წყვილები სამუდამოდ იქმნება. მგელი თუ თავის მეორე ნახევარს შეხვდება, აღარასოდეს შორდება მას! სიკვდილამდე!
აი ასეთი საინტერესო ურთიერთობებია მგლებში - საოცარ არსებებში! და გარწმუნებთ, რაც მეტს შეიტყობთ მგლებზე, მით მეტი პატივისცემით განეწყობით მათდამი!
ძალიან ცუდ დღეშია ჩვენი სოფლის მოსახლეობა და თუ რამე სასიკეთოთ არ გადაწყდა ხალხი მიატოვებს სოფელს,მერე უძახონ არიქა მივხედოთ სოფელსო,აი აქედან უნდა დაიწყოს მთავრობამ მხარდაჭერა,აი ესა არის დღეს მთავარი სოფლის ჭირი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!