გვესაუბრება "პალიტრა ტვ"-ს ოპერატორი - ბექა მშვილდაძე, რომელიც იმ ტაძრის მრევლია და მის აშენებაში მონაწილეობაც აქვს მიღებული:
- ერთი თვის წინ დიდი აღტაცებით მელაპარაკებოდი მგელზე, რომელიც, რამდენიმე დღის წინ ვიღაცამ თვალში დაჭრა. ხომ შეიძლება ეს მონადირეც ყოფილიყო?
- ეს მონადირის იარაღით ნასროლი არ არის, რადგან არ არის სასიკვდილო, მიუხედავად იმისა, რომ მან მარცხენა თვალი, ისე დაუზიანდა, რომ პრაქტიკულად დაკარგა. მოკლედ, ტირის თოფით არის ნასროლი. ტირის თოფი კიდევ მგელს არ კლავს... ცხოველი მეგობრული იყო, ხალხთან ახლოს მიდიოდა, არაფერს ერჩოდა, არავის ესხმოდა, მაგრამ არ დაინდეს, ესროლეს.
ეს ვერაგობაა, ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი.
- როგორც ცნობილია, თამაზ ელიზბარაშვილისძაღლების თავშესაფარშია გადაყვანილი.
- მამა იოანეს თხოვნით, ის ჩამოიყვანეს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში. ვოლიერშია მოთავსებული. პირველ ორ დღეს, რომ არ ჭამდა, ცუდად იყო, მაგრამ შემიძლია დავამშვიდო ხალხი, რომ უკეთესად არის. ცხადია, ამაზე არც ნერვიულობს, ვინც ის დაჭრა.

მამა იოანე მის სანახავად მივიდა, გალიაში მოინახულა, მოეფერა და მგელმა საჭმელი შეჭამა. ამ დღეებში მეც უნდა ვესტუმრო, მორიგეობა გვაქვს დაწესებული. შეეჩვია იქაურობას, მომვლელსაც. თუ კარგად გამოიზამთრა, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მგლის ადგილი ტყეშია და ამიტომაც ტყეში ვზრდიდით, ერთ სივრცეში არ გვყავდა ჩაკეტილი. ჰოდა, ნაკრძალში გავუშვებთ, თუ სად, ამაზე არაფერს ვიტყვი. ასე რომ, ჩვენი მგელი საახალწლოდ დაჭრეს, ვოლიერშია და იმ უვნებლობისთვის ასე დასაჯეს...
ლალი ფაცია
ლალი ფაცია