იაპონიაში,ქალაქ ნარას მთავარი ღირშესანიშნაობა –ხალებიანი ირმებია,რომლებიც წმინდა ცხოველად არის გამოცხადებული.ირმები თავს მშვენივრად გრძნობენ,ჯოგებად დაეხეტებიან ქალაქის ქუჩებში გემრიელი სასუსნაოს მოლოდინში,(ტურისტები მათთვის სპეციალურ კრეკერებს ყიდულობენ).მათი რაიმე სახით შეწუხება და დევნა კატეგორიულად იკრძალება,იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირემს სავალ ნაწილზე ძინავს,მძღოლი ან ფეხით მოსიარულე ვალდებულია დიდი სიფრთხილით აუაროს მას გვერდი და არ გააღვიძოს.
მსოფლიოში სახელგანთქმულმა ფოტოგრაფმა – Andrew Newey–მ წარმოადგინა ფოტოსერია, სადაც ასახულია თუ როგორ აგროვებენ ნეპალის ტომის – Gurung–ის წევრები თაფლს, საკმაოდ მიუდგომელსა და სახიფათო ადგილებში.
ჩინეთის პროვინცია გუანდუნში, Dameisha-ს სანაპირო ნაგავსაყრელი გეგონებათ.
სანაპირო ზოლზე 362 ტონა ნაგავი ყრია. ყოველ ნაბიჯზე საკვების ნარჩენები და ცარიელი ბოთლები შეგხვდებათ - ტერიტორიაზე უსიამოვნო სუნია. ასეთი მდგომარეობაა ფესტივალის შემდეგ, რომელსაც 480 000 ტურისტი ესწრებოდა.
კუბაში მამაკაცი დააკავეს - მას 66 ჩიტი შარვლის უბეში ჰყავდა მიკერებული.
სამართალდამცავებმა მგზავრი აეროპორტში დააპატიმრეს - ის ამერიკაში გაფრენას აპირებდა. ინციდენტი ქალაქ კამაგუეიში მოხდა. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცს შარვლის გახდა მას შემდეგ მოსთხოვეს, როდესაც შენიშნეს, რომ ნაჭერი
52 წლის სანდრა ნაბუკო (Sandra Nabucco), რიო-დე-ჟანეიროში, რომელიც ძაღლს ასეირნებდა უეცრად ერთ-ერთი განათების ბოძიდან ცამოვარდნილი მაჩვზღარბა დაეცა თავში, მაჩვზღარბა თავის წვეტებს არ ისვრის, მან ქალის თავში დატოვა თავისი მჩხვლეტავები. საავადმყოფოში უბედური სანდრას თავიდან ამოიღეს 272 წვეტიანი ეკალი, რომელიც მაჩვზღარბამ დაუტოვა თავში. თუ როგორ გამოიყურებოდა სანდრა ამას ქვემოთ ნახავთ!
მსოფლიო მოიარა სულისშემძვრელმა სცენამ როტერდამის ზოოპარკში...
მომვლელმა მარიომ, რომელიც დაბადებიდან გონებრივად ჩამორჩენილია, თავისი მოწოდება ზოოპარკში ნახა - 25 წელი ვოლიერებს ასუფთავებდა.
54 წლისა კიბოთი დაავადდა და სიცოცხლის ბოლო დღეებში ის თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებლად მიიყვანა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რომელიც მომაკვდავთა უკანასკნელ სურვილებს ...
ნიანგი, რომელმაც 6 ადამიანი იმსხვერპლა, უგანდაში, ტბა ვიქტორიას ნაპირთან შეიპყრეს.
6 მეტრი სიგრძის გიგანტური ნიანგი მას შემდეგ დაიჭირეს, რაც შეშინებულმა ადგილობრივებმა ოფიციალურ პირებს მიმართეს. ნიანგის უკანასკნელი მსხვერპლი 2 შვილის მამა, ადგილობრივი მეთევზე ბოსკო ნიანსია. მსხვერპლის მოტივტივე, დაგლეჯილი ტანსაცმელი ადგილობრივებმა წყალში იპოვეს.
ინდონეზიაში, სულავესის ჩრდილოეთ ნაწილში, გიგანტური ბაზრობა ეწყობა, რომელშიც ყველაზე სახის ხორცის შეძენაა შესაძლებელი. მათ შორის: ძაღლების, კატების, ღამურების, მაიმუნების, ვირთხებისა და სხვა ცხოველების. აღსანიშნავია, რომ ყველა მოკლულ ცხოველს საშინლად განწირული გამომეტყველება აქვს, რომელიც, სავარაუდოდ, სასტიკ სიკვდილზე მიუთითებს. შემაძრწუნებელი პროდუქტებით დატვირთული თაროები ფოტოგრაფმა და ბლოგერმა, 44 წლის რაიმონდ ოულშმა დააფიქსირა. მისი თქმით, მკვდარი ცხოველების ხილვა უფრო მარტივი იყო, ვიდრე იმათი, რომლებიც გალიებში საკუთარ სიკვდილს
საგნები და პროდუქტები, რომლებიც ზოგიერთ ჩინურ სუპერმარკეტში იყიდება, ყველა ნორმალურად მოაზროვნე არაჩინელ ადამიანში გაუგებრობას და ზიზღს იწვევს. გაოცებისაგან პირი რომ დაგრჩეთ ღია, ამისათვის პირში ფორთოხალგაჩრილი ნიანგის ან ანტიბაქტერიული მამაკაცის ბიკინის ნახვაც საკმარისია
მსგავსი ყინვა შეერთებულ შტატებში დიდი ხანია არ ახსოვთ. ზოგიერთ ქალაქებში ყინვა - 40 გრადუსს აღწევს.
ძალიან დაბალია ტემპერატურა კანადაშიც. ყინვა იმდენად ძლიერია, რომ აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა. ფოტოებში ჩანს, რომ ხეობაში ძლიერი ნისლია, წყალი, ახლომდებარე პარკი და ხიდიც მთლიანად ყინულითაა დაფარული. რასაკვირველია, ძლიერმა ყინვამ ტურისტები და ადგილობრივები ვერ დააფრთხო და უამრავი ადამიანი შეიკრიბა ჩანჩქერის სიახლოვეს, რათა "დადუმებული" ნიაგარა ეხილათ.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ოჯახი ცხოვრობს ინდოეთში. ციონა ჩანა (Ziona Chana)-ამ რეკორდის მფლობელია. 67 წლის ინდოელს უზარმაზარი ოჯახი აქვს: მას ჰყავს 39 ცოლი, 98 შვილი, 14 რძალი, 33 შვილიშვილი და ყველა ისინი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ.
ინგლისში, სუფოლკში შავი ლაბრადორი, სახელად მილერი საკუთარ პატრონს, 68 წლის კრის მაიკლს გადაადგილებაში ეხმარება.
ვიდრე პატრონი გზას გადაკვეთს, მილერი ფრთხილად აჭერს ღილაკს თათს და მანქანების მოძრაობას აჩერებს - მისი წყალობით კრისი გარე სამყაროსგან იზოლირებული არაა და მშვიდად გადაადგილდება. კრის მაიკლს მხედველობა 20 წლის ასაკიდან გაუუარესდა და საბოლოოდ, დაბრმავდა.
რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელ „Facebook-ში" გავრცელდა ფოტო-სურათი, სადაც ნათლად ჩანს, როგორ დატოვა მამაკაცმა მცირეწლოვანი ბავშვი მდინარის ნაპირას, სადაც ალიგატორები ბინადრობენ, და სურათების გადაღება დაუწყო.
ნიუ-იორკის მეტროში 61 წლის სესილ უილიამსი მისმა ერთგულმა მეგობარმა, შავმა ლაბრადორმა, სახელად ორლანდომ სიკვდილისგან იხსნა.
უილიამსი უსინათლოა და ბაქანზე ძაღლთან ერთად იდგა. როგორც ჩანს, თავი ვერ შეიკავა და ლიანდაგში ჩავარდა; უსინათლობის გამო ბაქანზე ასვლას ვერ შეძლებდა - როგორც პატრონი იხსენებს, მთელი ამ დროის განმავლობაში ძაღლი მის გვერდით იყო, ტანსაცმელში ჩაბღაუჭებული ცდილობდა, პატრონი საშიში ზონიდან გაეყვანა, უილიამს რომ არ შეშინებოდა ძაღლი მას სახეს ულოკავდა. საბედნიეროდ, თვითმხილველებმა ლიანდაგზე მწოლიარე კაცი და ძაღლი შენიშნეს და მათი ბაქანზე ამოყვანა მოახერხეს.
თავისი სიცოცხლის მერვე წელიწადში გარდაიცვალა ყველაზე მაღალი ძაღლი , ბერძენი ”გიგანტი ჯო” ჯოს დაბადების დღემდე სულ რაღაც 1 თვე იყო დარჩენილი , მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა პატრონებმა ფეისბუქით გაავრცელეს, რაც შეეხება გარდცავალების მიზეზს ის ჯერ უცნობია ჯოს სიმაღლე ოთხ ფეხზე იყო 110 სანტიმეტრი ხოლო ორ ფეხზე 2.2 მეტრი. წონა -111 კილოგრამი
პითონმა ადამიანი გადაყლაპა. ამ შემზარავ ფოტოს დასავლური გამოცემები ავრცელებენ. უცნობია ზუსტად რომელ ქვეყანაში მოხდა ინციდენტი.
პითონი მახრჩობელა გველია და ანაკონდას შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქვეწარმავალია. ცნობილია მისი ადამიანებზე თავდასხმის ცალკეული შემთხვევები. 2002 წელს პითონმა
ზამთრის სიცივეს შოშიები იტალიის დედაქალაქ რომში ემალებიან. თუმცა, ადგილობრივები და ტურისტები მათგან დატოვებული "საჩუქრებით" შეწუხდნენ.
წელს რომში მილიონზე მეტმა შოშიამ გაიკეთა თბილი ბუდე, შესაბამისად ქალაქის ქუჩები, სკვერები, ქანდაკებები და გაჩერებული ავტომობილები სკლინტითაა სავსე. ფრინველების მსხვერპლნი რომ არ გახდნენ, ქუჩაში ხალხს ქოლგები აფარია, რადგან ხის ძირში გავლა უკვე სახიფათოა....
ახლახან იაპონიაში გაიხსნა "ბუს კაფე" (The Owl Cafe), სადაც სტუმრებს შეუძლიათ რამდენიმე სახეობის ბუს საზოგადოებით დატკბნენ. კაფეს მეპატრონეები ბუნების დამცველი ორგანიზაციების ზედმეტი ყურადღების შიშით რეკლამას არ ეწევიან, თუმცა მათ კართან მუდამ უზარმაზარი რიგი დგას - ხალხი აქ მოსახვედრად დილით ადრე დგება. საქმე ისაა, რომ იაპონელთა უმეტესობა ვიწროდ ცხოვრობს და შინაური ცხოველის ყოლის საშუალება არ აქვს. ამიტომ ცხოველებთან
1001 ცხენის ძალის ზღაპარი - დუბაიში პოლიციელები მართლაც საოცნებო ავტომობილებით დადიან, მაგრამ ამ მანქანების სიმძლავრეს თითქმის არ იყენებენ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტო, რომელზეც Bugatti Veyron დუბაის პოლიციის ავტომობილის რანგშია გამოყვანილი, ყალბი აღმოჩნდა. ფოტო, რომელმაც მთელი მსოფლიოს მედია მოიარა, ფოტოშოპით ისე ოსტატურადაა გაკეთებული, რომ ყველას ნამდვილი ეგონა. დუბაის პოლიციის შეფის რეაქცია სენსაციურია: მან მართლაც შეუკვეთა ხსენებული მანქანა ”სულ რაღაც” 2 მილიონ ევროდ და იმისათვის, რომ ვიღაც ცელქი იუზერის ხუმრობა ტყუილი აღარ იყოს, უძვირფასეს, 1001 ცხენის ძალის მქონე ”ბუგატის” ახლო მომავალში საპატრულო საქმიანობაში ჩართავს. ეს ამბავი 1001 ღამის ზღაპარს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში 1001 ცხენის ძალის ზღაპარია.
კოსტარიკელი 32 წლის ხოსე სალასი "ნიანგების შემლოცველია": მისი ფირმა "ხოსეს ტური მდინარეზე" კატარღით მდინარე ტარკოლესზე ტურისტებს ასეირნებს, რომელთა თვალწინ ხოსე და მისი თანამშრომლები უზარმაზარ 5-მეტრიან ნიანგებს ხელით აჭმევენ.
"თავიდან ძალიან გვეშინოდა უზარმაზარ ბასრკბილა მონსტრებთან მიახლოებისა, მაგრამ გამოცდილების დაგროვებასთან ერთად შიში ქრება - როდესაც ნიანგი მშიერია ან შთამომავლობას იცავს, ჯობს, არ მიეკარო.
ამერიკელი გარემოს დამცველი ჯულია ჰილი 738 დღით კალიფორნიაში, გიგანტურ, 60 მ სიმაღლის ხეზე დაბინავდა, რათა 1500 წლის წითელმერქნიანი ხე და მის გარშემო არსებული ტყე გაჩეხისგან ეხსნა. თავის დროზე 22 წლის ჯულია ავტოკატასტროფაში მოყვა და მთელი წლით მეტყველების უნარი დაკარგა. სწორედ იმ დროს გახდა თავგამოდებული ბუნების დამცველი და კალიფორნიის ტყეების გადასარჩენად დიდ კორპორაციასთან უთანასწორო ბრძოლას შეუერთდა. მან ურჩია თანამოაზრეებს ხეებზე აძრომა. მაგრამ მოხალისეები ხისმჭრელებმა წიწაკის
ბრიტანეთი ახალი პრობლემის წინაშე დგას - ქუჩებში მუტანტი ვირთხები დარბიან.
მუტანტი "სუპერ ვირთხები" მათ იმიტომ უწოდეს, რომ ჩვეულებრივი საწამლავი ვერ სპობს, პირიქით, შხამს საკვებად იყენებენ და მრავლდებიან. მეცნიერები მთავრობას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ, რადგანაც ეს სახეობა სწრაფად იზრდება.
2013 წლის 31 მაისს შტორმებზე მონადირე ტიმ სამარასისა და მისი „თავზეხელაღებულთა" ჯგუფის მცდელობა ადევნებოდა და გამოეკვლია „ელ-რინოს მონსტრი" ტრაგიკულად დასრულდა. დარჩა მხოლოდ ვიდეოფირი, რომელზეც სამარასმა ტორნადოს დამანგრეველი ძალის აღბეჭდვა მოასწრო.
რუსეთში, პრიმორიეს მხარეში, გარეული ტახების შემოსევაა. რამდენიმე დღის წინ მოსახლეობას ცხოველის მოკვლა მოუწია, რომელიც ქუჩებში გააფთრებული დარბოდა და გოგონას დაესხა თავს.
ყველაფერი შეიძლება უფრო დრამატულად დამთვრდებოდა, საშველად იქვე
მისისიპში (აშშ-ს შტატი) მსოფლიოში ყველაზე დიდი ალიგატორი დაიჭირეს. ალიგატორი 330 კილოს იწონის და სიგრძეში 4 მეტრია - შთამბეჭდავი მასის გამო მსოფლიო რეკორდების წიგნშიც არის შესული.
"ის შუაღამისას შევნიშნეთ. ახლოს ჩავუარეთ, მაგრამ თავდაპირველად ვერ შევნიშნეთ. რამდენჯერმე ჩვენგან გათავისუფლებაც სცადა, თუმცა წარუმატებლად. გემთან ახლოს მოვიდა და ფიცრებს კბენა დაუწყო. გემს იმდენად ძლიერად ექაჩებოდა, რომ კბილები ჩამოტყდა. მის დამორჩილებას 1 საათი ვდილობდით. იმდენად ძლიერი იყო, რომ დამატებითი ჯგუფის მოსვლა გახდა საჭირო", - ამბობს ერთ-ერთი მონადირე.
მოსკოვის რამოდენიმე რაიონის წყალსაცავებში ერთდროულად იპოვეს იხვების მრავალრიცხოვანი გვამები. სიმყრალე, რომელიც ამ წყალსაცავებიდან მოდის, შესაძლებლობას არ აძლევს დედებს ბავშვებთან ერთად გაისეირნონ სუფთა ჰაერზე. თანაც, ფრინველთა დაღუპვის მიზეზი დღემდე უცნობია. რამენკის რაიონის მცხოვრებლებმა განგაში ატეხეს: ბოლო დღეებია ისინი სულ უფრო და უფრო მეტ დაავადებულ...
როსტოვის ოლქის მცხოვრები გრიგოლ კურილკინი თევზაობის დროს ძლიერ დაშავდა. მას თავს პირანია დაესხა: მტაცებელი თევზი პირდაპირ ფეხში ჩააფრინდა და საკმაოდ მოზრდილი ნაჭერიც მოაჭამა, რის გამოც მეთევზეც სახსოვრად ფეხზე საკმაოდ ღრმა და სერიოზული ჭრილობა დაუტოვა
ჩინეთში, ჰენანის პროვინციის ზოოპარკის დამთვალიერებლებმა საჩივრით მიმართეს ადმინისტრაციას, როცა მიხვდნენ, რომ აფრიკული ლომის ნაცვლად... გალიაში ტიბეტური მასტიფი იხილეს. ვიდეოში, რომელიც ერთ-ერთმა ვიზიტორმა გადაიღო "ლომად გასაღებული" ძაღლის გალიასთან, აშკარად ისმის ძაღლის
ნადირობის უფლებას გარკვეულ ასაკს მიღწეული ამერიკელები, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები უცხოელები ავტომატურად იღებენ. ბევრ შტატში ასეთ ასაკად 12 წელია განსაზღვრული. ნადირობისას საკმარისია თან გქონდეს მართვის მოწმობა ან რაიმე პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, მაგალითად საიდენტიფიკაციო ბარათი. რაიმე სპეციალური საბუთი, რომელიც ნადირობის უფლებას იძლევა არ არსებობს. უბრალოდ, მონადირე ვალდებულია კარგად ერკვეოდეს სანადირო კანონმდებლობაში, რადგან იგი შეიძლება ერთსადაიმავე შტატის
შაბათს 10 აგვისტოს აგინსკის რაიონში(ბაიკალი) ნაპოვნი იქნენ ცოლ-ქმარი, რომლებიც 2 აგვისტოსავტომობილით ტყეში გაემგზავრნენ კენკრის საკრეფად და დაიკარგნენ.
ფლორიდის შტატის 29 წლის მკვიდრი ერიკ ნორი ყველაზე ხიფათიანი ადამიანია დედამიწის ზურგზე. ბაჰამის კუნძულებზე ცოლ-შვილსა და სიმამრთან ერთად დასვენების დროს მან წყალქვეშა ნადირობით გართობა განიზრახა. თუმცა ერიკის განზრახვას ზვიგენმა შეუშალა ხელი, რომელმაც მას ლამის ფეხი მოაჭამა. დაჭრილი ერიკი წყლიდან სიმამრმა ამოიყვანა.
სიმამრმა ერიკს დაშავებული ფეხი გადაუხვია, მეუღლემ კი მაშველები დროულად გამოიძახა. საავადმყოფოში ექიმებმა შეიტყვეს, რომ ეს პირველი სახიფათო შემთხვევა არ იყო ამერიკელის ცხოვრებაში. როგორც აღმოჩნდა,
მატარებლის ვაგონში მგზავრებს ხშირად რჩებათ ნივთები - ზოგს მობილური ტელეფონი, ზოგს წიგნი ან სულაც ჩანთა, მაგრამ ის, რაც რამდენიმე დღის წინ ნიუ იორკში, ქუინზის მეტროსადგურში იპოვეს, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სატარებელი ნივთი არ არის. სკამის ქვეშ ერთ-ერთ მგზავრს... მკვდარი ზვიგენი დარჩა.
78 წლის ინდოელი ქალი, ჩანდრო ტომარი მსოფლიოში ყველაზე მხცოვანი მსროლელია.
მიუხედავად ასაკისა, ის შესანიშნავად ხედავს და მიზანს არასდროს აცილებს. ადგილობრივებიცა და მისი შვილიშვილებიც ჩანდროს სნაიპერ ბებოს ეძახიან. მას 6 შვილი და 15 შვილიშვილი ჰყავს. ინდოეთის მასშტაბით 25-ჯერ გაიმარჯვა მიზანში სროლის ეროვნულჩემპიონატში. როდესაც პირველად კლუბში მივიდა,
ჩინეთის საცურაო აუზები ყოველთვის გადაჭედილია და შესაბამისად, ჭუჭყიანიც. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა ღია საცურაო აუზებშია.
შაბათ-კვირას ხალხი სიცხისგან თავის დასაღწევად საცურაო აუზებს სტუმრობს. თუმცა, ამ დაწესებულებებს რთულია, საცურაო აუზი უწოდო - ათასობით ადამიანი ერთდროულად ჩადის წყალში, ათასობით კი რიგში დგას იმისთვის,იმისთვის, რომ დღის რომელიმე მონაკვეთში ცალი ფეხი მაინც წყალში ჩადგას.
Blackfish - რეჟისორ გაბრიელა ქავპერსვაის დოკუმენტური ფილმია, რომლის პრემიერა ლონდონში, 2013 წლის "სანდენსის" კინოფესტივალზე შედგა.
სულისშემძვრელი ფილმი მოგვითხრობს "მკვლელი თევზის", სახელად ტილიკუმის შესახებ, რომელმაც აკვაპარკში 25-წლიანი ტყვეობის მანძილზე, სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მესამე ტრაგიკული შემთხვევა 2010 წელს მოხდა. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა რეჟისორი ვეშაპის მისტიკური ისტორიით.
კენიაში ძაღლი სახელად ოსკარი ორ ბავშვზე - 7 წლის დევიდ მბოგოსა და 6 წლის მერი ვანჟიკუზე ზრუნავს. დედამ ბავშვები 6 წლის წინ მიატოვა და სასმელს მიეძალა. ამჟამად ბავშვები სოფელ კირიგუში ცხოვრობენ. მათი ერთადერთი ახლობელი ხანშიშესული ბებია სიუზან ვანჟიკუა. სიუზანი ასევე მისი ორი ქალიშვილის შვილებზეც ზრუნავს. ის ბაზარში ბოსტნეულს ყიდის, რათა
ზაზუნა ფილს, რომელიც გაზაფხულის მოსვლის მახარებელია, მცდარი პროგნოზის გამო, ოჰაიოს შტატის პროკურატურამ ბრალი წაუყენა.
ყოველწლიურად 2 თებერვალს ფილი გამოდის თავისი სოროდან რათა მოსახლეობას აუწყოს უნდა ელოდონ თუ არა ადრეულ გაზაფხულს. თუ ის საკუთარ ჩრდილს დაინახავს, ეს ნიშნავს იმას, რომ
დიდ ბრიტანეთში საბოლოოდ აიკრძალა გარეული ცხოველების გაწვრთნა საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობის მიზნით. ბევრ ბრიტანელს ეგონა, რომ ეს კანონი უკვე მოქმედებდა, რადგან დეპუტატებმა აღნიშნულ პროექტს კენჭი 2011 წელს უყარეს. მაგრამ კანონის საბოლოო დამტკიცებისათვის მინისტრების შესაბამისი დასტური იყო საჭირო.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!