მთავარი » 2016»იანვარი»28 » ამ ადამიანმა გადაიხადა 55 ათასი დოლარი, რომ მოეკლა ლომი... ახლა მას ელოდება 10 წლიანი პატიმრობა
21:36:38
ამ ადამიანმა გადაიხადა 55 ათასი დოლარი, რომ მოეკლა ლომი... ახლა მას ელოდება 10 წლიანი პატიმრობა
ამ ადამიანმა გადაიხადა 55 ათასი დოლარი, რომ მოეკლა ლომი... ახლა მას ელოდება 10 წლიანი პატიმრობა.
საწყენი ფაქტი მოხდა ხვანგეს ნაციონალურ პარკში, ზიმბამბვე. ადგილობრივების საყვარელი, შავ-ფაფრიანი ლომი სესილი, მოკლეს არალეგალური ნადირობის დროს. როგორც გაირკვა, საფარის დამკვეთი აღმოჩნდა ამერიკელი სტომატოლოგი უილტერ პალმერი მინეოპოლისიდან, მინესოტას შტატი. მორიგი ტროფეის გამო მან გადაიხადა 55 ათასი დოლარი.
პალმერმა გადაუხადა ნაციონალური პარკის ორ თანამშრომელს, რომ გამოეტყუათ ლომი ნაკრძალის ტერიტორიის მიღმა, და შემდეგ დაჭრა ცხოველთა მეფე ისრით, რომელმაც ეგრევე არ მოკლა სესილი, და საცოდავი ცხოველი წვალობდა 40 საათი სიკვდილამდე. GPS-მიმღების მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც დამონტაჟებული იყო ლომის საყელოში, ეს უკანასკნელი ცდილობდა მონადირეებისგან დამალვას. მარგამ, ბოლოს და ბოლოს, მას მიაგნეს და ბოლო მოუღეს იარაღიდან გასროლით. ამის შემდეგ ლომს მოაჭრეს თავი, ტანი კი გაატყავეს.
ამ შოკისმომგვრელი ამბის გაგების შემდეგ, ცხოველთა დამცველები უკიდურესად აღშფოთდნენ მომხდარით. სოცქსელებში უოლტერ პალმერის აქაუნთები მალევე აივსო გულაღრენილი რეპლიკებით, მისი სტომატოლოგიური კლინიკის საიტი გაითიშა. თვითონ კლინიკა დახურულია, და მის ქვეშ ატარებენ აქციებს. კლინიკის კართან მიიტანეს ყვავილები და რბილი სათამაშოები მოკლული ლომის ხსოვნის საპატისვაცემოდ. კარებზე კი წარწერაა: „შენ მშიშარა და მკვლელი ხარ“.
თვითონ უოლტერ პალმერი თავს იმართლებს იმით, რომ არ იცოდა, ნაკრძალის ცხოველი რომ მოკლა. მისი სიტყვებით, მან გადაიხადა ფული და აბსოლუტურად დარწმუნებლი იყო, რომ მას ლეგალურ ნადირობას მოუწყობდნენ. ახლა საფარის მოყვარულს სასამართლო ელოდება. ორივე მისი თანამზრახველი დაკავებულია. კანონის თანახმად, პალმერს 10 წლამდე თვისუფლების აღკვეთა ელის.
ზიმბამბვეს ცხოველთა დაცვის სახელმწიფო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჯონი როდრიგესმა თქვა, რომ სესილი იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ცხოველი, და არასდროს არ შეუქმნია რაიმე პრობლემა. ის იყო პრაიდის ლიდერი, რომელშიც დარჩა ექვსი პატარა ბოკვერი. ახლა ბოკვერები იმყოფებიან დიდი საფრთხის ქვეშ, და, ალბათ, გახდებიან სხვა დიდი ლომების მსხვერპლი, რომლებიც ასეთი სახით განიმტკიცებენ ახალი ლიდერის სტატუსს პრაიდში.
სამწუხაროდ, ამ ტრაგედიის გამოსწორება აღარაა შეაძლებელი. მაგრამ, ვიმედოვნებ, რომ უოლტერ პალმერი სერიოზულად დაისჯება, და ეს ფაქტი სხვა მონადირეებსაც გადააფიქრებინებს არალეგალური საფარის მოწყობას. როგორ ფიქრობ, სასამართლოს რა განაჩენი იქნება სამართლიანი? განიხილე ეს სიტუაცია შენს მეგობრებთან, ამ პოსტის გაზიარების შემდეგ. წყარო
მაგარი არასწორია ეს კაციმარა ამხელა აჟიოტაჟიც არაა საჭირო კლინიკის დახურვა და რამე კაცის მკვლელობაზე გირაოთი გამოდიან და ლომის მკვლელობაზე 10 წელი უნდა იჯდესს
ჯერ მასეთი ნადირობის დედაც და მერე მაგ არაკაცის დედაც.. ჯერ რა პონტია ვაფშე ყელსაბამიანი ადამიანებთან თითქმის მიჩვეული ცხოველის ისრით მოკლა.. ვაფშე აზრს ვერ ვხედავ მაგ ნადირობის, კიდე ერთ გადაცემას ვუყურე ბიზონს რო მიუახლოვდება 23 მეტრზე და ისარს ესვრის, რომელი "დიკი" ბიზონი მიგიშვებს 20 მეტრზე ან თუ გარისკავს კაცი რო არ იცოდეს რო მიჩვეულია ადამიანს..
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!