კალიფორნიის სახანძრო სამსახურმა, ხმელი ბალახის განადგურების მიზნით, ვენტურას ოლქში 450 თხა გაუშვა.
ასეთი მეთოდით მეხანძრეებს ტყის ხანძრების თავიდან აცილება სურთ.
ადგილობრივი სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის, მარკ ლორენზენის თქმით, იმის გამო, რომ ამ ტერიტორიაზე დიდი ხანია წვიმა არ მოსულა, ძალიან ბევრი ხმელი ბუჩქი დაგროვდა. ასეთი ბუჩქები კარგად იწვის, რის შედეგადაც ხშირია ხანძრები.
თხები ბუნებაში 11 მაისს გაუშვეს.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენელების განცხადებით, ცხოველების დახმარებით ხანძრებთან ბრძოლას ისინი 4-6 კვირის განმავლობაში აპირებენ.
წყარო: http://www.allnews.ge/
|