მათ მოგლიჯეს ავტომობილის ე.წ. ბამპერი და მრავალმხრივი დაზიანებები მიაყენეს.
ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომელიც შემთხვევის ადგილიდან პოლიციელებმა სათვალთვალო ვიდეო კამერაზე აღმოაჩინეს. შვიდი ძაღლისგან შემდგარი ხროვა, დაუდგენელი მიზეზით,
ავტომობილის მეპატრონის ჯემა აჯარას თქმით, ზარალი 5 000 თურქულ ლირას (დაახლოებით 1650 დოლარი) შეადგენს.
"როდესაც დილით სახლიდან გამოვედი და საშინლად დაზიანებული მანქანა დავინახე, შოკში ვიყავი. პირველად ვიფიქრე, რომ ძარცვის მცდელობა იყო. პოლიცია შემთხვევის ადგილზე დროულად მოვიდა და სათვალთვალო კამერების ჩანაწერი გახსნა, ნამდვილი დამნაშავეების დანახვამ გამაოცა."-ამბობს აჯარი.
აჯარის აზრით, მანქანაზე ძაღლების თავდასხმა გამოიწვია კატამ, რომელიც ავტომობილის ქვეშ იმალებოდა, თუმცა, ჩანაწერში კატა საერთოდ არ ჩანს. მისი თქმით, ამ ინციდენტის გამო, არ აპირებს ჩივილს, რადგან მას ძალიან უყვარს ცხოველები და არ სურს მის უბანში მცხოვრები უპატრონო ძაღლები, მისი მიზეზით, თავშესაფარში გამოკეტონ ან სადმე დაუსახლებელ ადგილას გაუშვან, სადაც შიმშილით დაიხოცებიან.