21-ე საუკუნის მაუგლი - გოგონა, რომელიც მტაცებელ ცხოველებთან ერთად გაიზარდა
ადამიანებსა და ცხოველებს ერთმანეთის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ, აღნიშნულ ფაქტს უამრავი ისტორიაც გვიდასტურებს.
ტიპის მშობლები, ველური ბუნების ფოტოგრაფები, საცხოვრებლად ნამიბიაში გადავიდნენ, სადაც გოგონა ველურ კატებთან, სპილოებთან, გველებთან, ბაყაყებთან და სხვა გარეულ ცხოველებთან ერთად გაიზარდა.
ბავშვობაში ტიპის ისეთ ადამიანებთან ერთად არასოდეს უცხოვრია, რომლებიც ფიქრობენ, რომ ცხოველები საშიში არსებები არიან, პირიქით, როდესაც ველურ ცხოველებს ხედავდა, მათ მიმართ მხოლოდ და მხოლოდ ჩახუტების სურვილი უჩნდებოდა.
საოცარია, ტიპის მიმართ საშიში ცხოველების დამოკიდებულება, რადგან ისინი გოგონას ისეთივე სიყვარულით ეპყრობოდნენ, როგორც ტიპი მათ. პატარას საუკეთესო მეგობრები სპილო სახელად აბუ და ლეოპარდი J & B იყვნენ
ტიპი ადგილობრივებისგან ბევრ საინტერესო საქმიანობას სწავლობდა, ის ჰიმბას ენასაც ითვისებდა და მშვილდოსნობაში ვარჯიშობდა. გარკვეული პერიოდის მანძილზე გოგონას მშობლებმა ის საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში შეიყვანეს, თუმცა ტიპიმ დაწესებულებასთან ადაპტაცია ვერ შეძლო და ამიტომ საგანმანათლებლო პროგრამები სახლში ისწავლა.
შესაძლოა, პატარას ისტორია დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, რადგან ის წიგნის გმირს ჰგავს, თუმცა ეს რეალობაა.
პატარა ტიპი უკვე გაიზარდა, 16 წლის ასაკში აფრიკიდან წამოვიდა, ახლა 24 წლისაა და პარიზში ცხოვრობს.
წყარო: http://allnews.ge
|