მთავარი » 2016»მარტი»25 » ლონდონში 10 მტრედისგან შემდგარი პატრული დაფრინავს და ჰაერის დაბინძურების შესახებ მონაცემებს აგროვებს
01:19:07
ლონდონში 10 მტრედისგან შემდგარი პატრული დაფრინავს და ჰაერის დაბინძურების შესახებ მონაცემებს აგროვებს
მარკეტინგული სააგენტოს DigitasLBi პროექტის Pigeon Patrol მიზანია ჰაერის დაბუნძურების შესახებ მონაცემების შესაგროვებლად მტრედების გამოყენება.
მტრედები GPS ნავიგატორებითა და გადამცემი ტექნიკით არიან აღჭურვილები. მტრედების ზურგზე დამაგრებული ხელსაწყოების საშუალებით ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და ოზონის დონე იზომება. მონაცემები ავტომატურად აისახება მტრედების პატრულის twitter -სა და ინტერაქტიულ რუკაზე.
რუკაზე ასახულია ლონდონის რომელ ნაწილშია ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. აღსანიშნავია, რომ წელს ლონდონში ჰაერის დაბინძურებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ ნორმას გადააჭარბა.
ამჟამად მტრედების პატრულში მხოლოდ 10 მტრედია, მაგრამ მათი რაოდენობის 100-მდე გაზრდა იგეგმება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!