სააგენტო BNO News-ის ცნობით ტყის მცველმა დახოცილი ცხოველები 26 აგვისტოს იპოვა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შემთხვვეის ადგილზე მხოლოდ 2 დღის შემდეგ მოინახულეს.
"ჩვენებმა იქ 323 მკვდარი ირემი იპოვეს, რომელთაგან 5 სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობების გამო ჩვენ თავად დავაძინეთ", - ამბობს გარემოს დაცვის ნორვეგიული სააგენტოს წარმომადგენელი ელინ ფოსსხანგ ოლსიო. ყველა ირემი ნაპოვნია 50 მეტრის რადიუსის მანძილზე.
"მათი განლაგებით თუ ვიმსჯელებთ, ყველა ირემი მეხის ერთი ჩამოვარდნით დაიღუპა. აქამდე ასეთ შემთხვევას არ შევსწრებივართ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს უნიკალური შემთხვევაა", - აღნიშნავს ოლსიო.