მთავარი » 2021»თებერვალი»18 » ამერიკაში ირმებზე მონადირეს ყოველთვიურად ბემბის ყურება მიუსაჯეს
00:41:51
ამერიკაში ირმებზე მონადირეს ყოველთვიურად ბემბის ყურება მიუსაჯეს
ამერიკაში ირმებზე მონადირეს ყოველთვიურად ბემბის ყურება მიუსაჯეს
კაცს, რომელმაც ასობით ირემი არალეგალურად მოკლა, ერთწლიან პატიმრობასთან ერთად 1942 წელს გამოსული ანიმაციური ფილმის, ბემბის ყურება მიესაჯა.
მისურის მოსამართლის განაჩენით, დევიდ ბერი ჯუნიორი, ციხეში ყოფნისას, ყოველ თვეში ერთხელ უყურებს დისნეის კლასიკას, რომელშიც მონადირეები პატარა ცხოველს დედას უკლავენ.
ბრაკონიერობაში დევიდ ბერი ოჯახის წევრებთან ერთად იყო ჩართული. პროკურატურის თქმით, ის ცხოველებს კლავდა და ადგილიდან მხოლოდ მათი თავები და რქები მიჰქონდა. სხეულის დანარჩენ ნაწილებს კი ტყეში ტოვებდა.
უცნობია, რამდენი ცხოველი მოკლა ბრაკონიერების ჯგუფმა, თუმცა სამართალდამცავების თქმით, კრიმინალები წლებია ნადირობენ და მათ ასეულობით ირემი ჰყავთ მოკლული.
ბრაკონიერს ბემბის პირველად 23 დეკემბერს აყურებინებენ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!