მთავარი » 2017»მარტი»30 » ინდოეთში წყურვილით დატანჯულ ველურ კობრას წყალი ბოთლით დაალევინეს
20:56:23
ინდოეთში წყურვილით დატანჯულ ველურ კობრას წყალი ბოთლით დაალევინეს
ინდოეთში წყურვილით დატანჯულ ველურ კობრას სოფელ კაიგას მცხოვრებლებმა (სამხრეთ ინფოეთი) სამეფო კობრას წყალი ბოთლიდან დაალევინეს.
Daily Mail-ის ცნობით, რეგიონი ძალიან დაზარალდა გვალვით. სწორედ ამ მიზეზით წყურვილით გაწამებული 3.5 მეტრის გველი ადამიანებთან წყლის სათხოვნელად მივიდა. ყოველ შემთხვევაში ქვეწარმავალი კუდით ეჭირათ და გველმჭერი ყავდათ მზად, თუმცა კობრამ მშვიდად დალია წყალი ისე, რომ თავდასხმის არავითარი მცდელობა არ ქონია. მოგვიანებით ის ცხოველთა დაცვის ადგილობრივ ცენტრში გადაიყვანეს.
სამეფო კობრა, ანუ გამადრიადი - შხამიანი გველებიდან ყველაზე მსხვილია, ის ინდოეთის, პაკისტანის, ინდონეზიის და ფილიპინების ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 30 წელია, ამასთან, ის სიცოცხლის წლების მანძილზე იზრდება. მისი კვების რაციონში სხვა გველები და მღრღნელებია.
ინდოეთში სამეფო კობრის კბენისგან ადამიანების სიკვდილიანობა ძალიან იშვიათია. ამასთან, სხვა შხამიანი გველების ნაკბენით ქვეყანაში წელიწადში დაახლოებით 50 000 ადამიანი იღუპება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!