მთავარი » 2020»ნოემბერი»21 » ამ ზღაპრულ კუნძულზე ადამიანებზე მეტი პონი ბინადრობს (შთამბეჭდავი ფოტოები)
01:31:44
ამ ზღაპრულ კუნძულზე ადამიანებზე მეტი პონი ბინადრობს (შთამბეჭდავი ფოტოები)
ამ ზღაპრულ კუნძულზე ადამიანებზე მეტი პონი ბინადრობს (შთამბეჭდავი ფოტოები)
თუ ყოველდღიურმა რუტინამ დაგღალათ (განსაკუთრებით მოგბეზრდათ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა) და ცხოვრებაში გჭირდებათ ცოტა მაგია, ეს იდეა აუცილებლად მოგეწონებათ: გაემგზავრეთ კუნძულ ფულაზე - ამ ულამაზეს ადგილზე უსაყვარლესი პონები მეტია, ვიდრე ადამიანები.
კუნძულზე სულ რაღაც 30 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა, ტერიტორიაზე ასობით პონი ბინადრობს.
ფულა შოტლანდიის ერთ-ერთი კუნძულია, რომელიც ჩრდილოეთ ზღვისა და ატლანტიკის ოკეანის საზღვრებზე, შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.
ამ ადგილზე პონები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან ცხოვრობენ. სწორედ აქ გაჩნდა შოტლანდიური ჯიში პონი, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია.
ამ ჯიშის პონის ხშირი ბალანი, მოკლე და ძლიერი ფეხები აქვს. ეს სახეობა ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანია. ზოგიერთი ადამიანი პონის წვრთნის, როგორც დამხმარე კომპანიონ ცხოველს.
სანამ კუნძულის მონახულებას გადაწყვეტთ, აუცილებელია იცოდეთ, რომ ფულაზე მოხვედრა მხოლოდ ბორნის ან ვერტმფრენის საშუალებით შეგიძლიათ, მაგრამ ტრანსპორტი ყოველდღე არ მუშაობს.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, გრძელი გზა ამად ღირს, რადგან ველური ბუნების მსგავს სილამაზეს, ამდენ პატარა ცხენსა და მშვიდ გარემოს, მსოფლიოში იშვიათად შეხვდებით.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!